წყალტუბოს, ვითას და კაქტუსის გამარჯვებები

წყალტუბოს, ვითას და კაქტუსის გამარჯვებები

 შედეგები საკალათბურთო
სუპერლიგის
1 საფეხურით
დაბლა
მდგომ
„ა“
ლიგაში
დღეს
მე-2
ტურის
სამივე
მატჩი
გაიმართა.
ტურნირის
მონაწილე
ექვსივე
გუნდმა
თავი
თბილისის
ახალ
სპორტის
სასახლეში
მოიყარა
თავი.

პირველ
მატჩში
ერთმანეთს
„ვინგსი“
„წყალტუბო“
შეხვდნენ.
შეხვედრა
გარდამავალი
უპირატესობით
წარიმართა.
პირველი
მეოთხედის
შემდეგ
„ვინგსი“
22:17 იგებდა,
ხოლო
დიდი
შესვენებისთვის
უპირატესობა
8 ქულამდე
გაზარდა.
წყალტუბოელებს,
რომლებსაც
გასულ
ქორქია-საკანდელიძის
მემორიალზე
ფინალამდე
1 ნაბიჯი
დააკლდათ,
მეორე
ტაიმში
ვითარება
გამოასწორეს
და
უკრაინელი
ლეგიონერების
– სერჰი
ალფიოროვისა
და
ალექსანდრ
რიხლიუკის
შედეგიანობით
მესამე
პერიოდი
23:8 მოიგეს.
ეს
გარდამტეხი
აღმოჩნდა
და
იმერულმა
კლუბმა
საბოლოოდ
62:47 იმარჯვა.

მეორე
მატჩში
„ვითამ“
102:58 გაანადგურა
თსუ.
ვითელები
ძალებს
VTB ლიგაზე
ცდიან
და
„ა“
ლიგაში
მეტოქეების
ძლევა
ჯერჯერობით
არ
უჭირთ.
ვითელებმა
გუნდურად
ითამაშეს
და
დამსახურებულადაც
გაიმარჯვეს.
14-14 ქულით
საუკეთესო
შედეგი
დააფიქსირეს
ირაკლი
ჩლაიძემ
და
ომარ
ტომასმა,
ახალგაზრდა
ლუკა
გიორგაძემ
13 ქულა
მიითვალა,
ხოლო
ჯუნიორ
ჯონსის
ანგარიშზე
12 ქულა
და
10 პასი
დაგროვდა. 

მესამე
შეხვედრაში
„კაქტუსმა“
სეუ-ს სძლია.
საქართველოს
ეროვნული
უნივერსიტეტის
გუნდმა
დასაწყისში
მედგარი
წინააღმდეგობა
გაუწია
2 ლეგიონერის
მყოლ
„კაქტუსს“,
თუმცა
ბოლო
პერიოდში
გასამარჯვებლად
ძალები
აღარ
ეყო
და
შეხვედრა
24 ქულით
– 71:95 დათმო.
კაქტუსელთაგან
22 ქულით
კევინ
ჯექსონი
გამოირჩა,
21 ქულა
ჰქონდა
ბექა
ჩიკვილაძეს,
ხოლო
დენიელ
უილიამსმა
13 ქულა,
8 მოხსნა
და
5 პასი
მიითვალა. 

„ა“
ლიგის
მომდევნო
მატჩი
30 იანვარს
გაიმართება
და
ერთმანეთს
ტურნირის
2 დაუმარცხებელი
გუნდი
– „ვითა“
და
„კაქტუსი“
შეხვდებიან.