შედეგები გალერეა27 თებერვალს ქუთაისში დაწყებული „ა“ ლიგის მე-6 ტური დღეს
თბილისში დასრულდა. ქუთაისში „წყალტუბომ“ „ტიტებს“ უმასპინძლა და დრამატულ, ოროვერტაიმიან
ბრძოლაში 99:96 იმარჯვა. ამ შეხვედრაში მოიხსნა „ა“ ლიგის რეკორდი. ამ ტურნირის ისტორიაში
უმეტესი – 50 ქულა წყალტუბოელთა ამერიკელმა ლეგიონერმა, ტრავანტე უილიამსმა მოაგროვა
და თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წილი დაიდო.
რაც შეეხება თბილისში დღეს გამართულ მატჩებს, ერთი შეხვედრა
საინტერესო გამოდგა, მეორე კი – ნაკლებად. „თსუ-ჰიუნდაიმ“ თანაბრად დასრულებული პირველი
პერიოდის შემდეგ გაილაღა და საბოლოდ იოლი გამარჯვება მოიპოვა სეუ-სთან. სტუდენტურმა
გუნდმა საბოლოოდ 97:73 მოიგო და 6 ტურის მერე 4 გამარჯვების წილ 2 მარცხი აქვს.
„თსუ-ჰიუნდაიში“ 17 ქულით და 8 მოხსნით საუკეთესო იყო
გიორგი კორსანტია. 16 ქულა და 7 მოხსნა ალექსანდრე ფევაძემ მიითალა, დავით აფხაზავას
ანგარიშზე კი 15 ქულა და 8 პასი დაგროვდა. სეუ-ში 17 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო
იყო დავით მაისურაძე.
„ა“ ლიგის ლიდერების – მარნეულის დელტასა და „არენას“
დაპირისპირება შედარებით დაძაბული გამოდგა. მართალია, მატჩისთვის განკუთვნილი დროის
უმეტესობა „არენა“ იგებდა, თუმცა ქვემო ქართლურ გუნდს შანსი ბოლო პერიოდამდე ჰქონდა,
მაგრამ ვერ გამოიყენა. როდნერიუს ლიუისმა, ქაქუცა აბაიშვილმა, პიტერ ალექსისმა და სხვა
არმიელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და მოპოვებული გამარჯვებით „ა“ ლიგის ლიდერებს შეუერთდნენ.
„არენამ“ საბოლოოდ 84:72 მოიგო, რაშიც როდნერიუს ლიუისმა
26-ქულიანი წილი დაიდო. 17 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა პიტერ ალექსისმა, ქაქუცა აბაიშვილის
ანგარიშზე კი 19 ქულა დაგროვდა. „დელტაში“ 20 ქულით და 7 პასით სოსო ლეჟავა გამოირჩა.
18 ქულა და 8 მოხსნა დეანდრე რეის ანგარიშზეა.
მარნეულის „დელტა” – არენა-76 72:84
თსუ-ჰიუნდაი – სეუ 97:73