ვითამ ვინგზთან ფრთები გაშალა

ვითამ ვინგზთან ფრთები გაშალა

 სტატისტიკა
 გალერეა  

მეორე წრის გადადებულ
მატჩს, რომელშიც
„ვითა“ „ვინგსს“
ხვდებოდა, დღეს,
სპორტის ახალ
სასახლეში გაიმართა.
სუპერლიგაში გადასვლის
უმთავრესი კანდიდატი
აუტსაიდერს ხვდებოდა
და მატჩის
ბედი დიდი
ალბათობით წინდაწინ
იყო ცნობილი.

ეს ვარაუდი ვითამ
პიველსავე მეოთხედში
დაადასტურა, რომელიც
35:15 მოიგო და დარჩენილ
დროს ფორმალური
ხასიათი მისცა.
ირაკლი ჩლაიძის,
ბექა წივწივაძისა
და მაიზერ
რევაზაშვილის შედეგიანობას
„ვინგსის“ კალათბურთელებმა ვერაფერი
დაუპირისპირეს და
საბოლოოდ მატჩი
დაძაბულობის გარეშე
ჩამთავრდა.

„ვითამ“ საბოლოოდ
80:69 გაიმარჯვა და ცხრილის
სათავეში პოზიცია
გაიმყარა. ვითელებს
22 ქულით ირაკლი
ჩლაიძემ ულიდრა,
17 ქულა და
16 მოხსნა მიითვალა
მაიზერ რევაზაშვილმა,
ბექა წივწივაძის
ანგარიშზე 18 ქულა
დაგროვდა, კოსტანტინ
ანიკეენკომ კი
ორმაგი დუბლი
– 15 ქულა და 13 მოხსნა
მიითვალა.

„ა“ ლიგის
მორიგი მატჩები
ხუთშაბათს, 24 მარტს გაიმართება.