ვითას და თსუ-ს გამარჯვებები

ვითას და თსუ-ს გამარჯვებები

 შედეგები
 გალერეა საკალათბურთო „ა“ ლიგის 2 მატჩს დღეს თბილისის სპორტის
ახალმა სასახლემ უმასპინძლა. პირველ მატჩში ერთმანეთს „ვითა“ და „წყალტუბო“ დაუპირისპირდნენ.
ვითელებმა 2 დღის წინ გუნდის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი – ომარ ტომასი დაკარგეს,
რომელმაც კარიერის გაგრძელება რუსულ „ზენიტში“ არჩია. ტომასის წასვლამ ვითელები გვარიანად
დაასუსტა, თუმცა ლატვიელი სპეციალისტის – ნიკოლაის მაზურსის გაწვრთნილმა გუნდმა წყალტუბოელების
დამარცხება მაინც მოახერხა.

პირველი ტაიმის შემდეგ იმერული კლუბი მხოლოდ 4 ქულით
– 37:41 ჩამორჩებოდა და წარმატების შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩინებდა. მათდა სამწუხაროდ,
წყალტუბოელებმა ვერ მოახერხეს ვითარების გამოსწორება და საბოლოოდ შეხვედრა „ვითას“
13-ქულიანი გამარჯვებით –  68:55 დასრულდა.

„ვითაში“ 15 ქულით ბომბარდირი გახდა ანდრე ჯონსი,
13-13 ქულა მოაგროვეს ირაკლი ჩლაიძემ და დავით მაისურაძემ. წყალტუბოში 19 ქულით საუკეთესო
იყო სერჰი ალფიოროვი, ხოლო ვიქტორ კოღუაშვილის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა.

მეორე მატჩში ერთმანეთს თსუ და სეუ შეხვდნენ. საქართველოს
სახელმწიფო და ეროვნული უნივერსიტეტების გუნდთა მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა.
სეუ დამაჯერებლად იგებდა, თუმცა მესამე პერიოდი პირწმინდად ჩააგდო, 5:25 დამარცხდა
და საბოლოოდ წაგებას ვერ ასცდა. თსუ-მ 69;57 იმარჯვა და „ა“ ლიგაში დასარჩენად მოზრდილი
ნაბიჯი გადადგა.

თსუ-ში 20 ქულით და 13 მოხსნით საუკეთესო იყო ვასილ
ბერუაშვილი. 14-14 ქულა დაყგროვდათ ვახტანგ ჩქარეულსა და დავით დეკანოიძეს.

„ა“ ლიგის მორიგი ტურის სამივე მატჩი ხვალ, 3 მარტს,
თბილისის სპორტის ახალ სასახლეში გაიმართება.
ვითა – წყალტუბო  68:55 

თსუ – სეუ  69:57