მილოშ გლიგორიევიჩის ონლაინ-სემინარი: სროლა დრიბლინგის შემდეგ

მილოშ გლიგორიევიჩის ონლაინ-სემინარი: სროლა დრიბლინგის შემდეგ

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და მწვრთნელთა კავშირის მიერ ორგანიზებული მორიგი სემინარი გაიმართა 4 ივნისს,  რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ასისტენტი და 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მილოშ გლიგორიევიჩი უძღვებოდა. თემა გახლდათ Pul up jump shot, რომელშიც დრიბლინგის შემდეგ სროლის განხორციელების მრავალმხრივი შესაძლებლობები იყო გაერთიანებული.

სემინარს 30-ამდე დამსწრე ჰყავდა, რომელთა შორისაც იყვნენ ილიას ზუროსი, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მისი ასისტენტები – ანატოლი ბოისა, გეორგიოს ლიმნიატისი, მანუჩარ მარკოიშვილი, სუპერლიგის რამდენიმე მწვრთნელი და რა თქმა უნდა, ახალგაზრდა მწვრთნელები. საკმაოდ საინტერესოდ წარმართული სემინარის შემდეგ კონფერენციის მონაწილეებმა მილოშ გლიგორიევიჩს არაერთი კითხვა დაუსვეს, რომლებზეც კომპეტენტური და ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

შეგახსენებთ, რომ ონლაინ-სემინარები 2 თვეზე მეტია, მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაშ და მთელს მსოფლიოში სპორტული აქტივობები შეჩერდა. ეპიდემიოლოგიური ვითარების გამოსწორებასთან და რიგი შეზღუდვების მოხსნასთან ერთად კალათბურთის მსაჯები ონლაინ-სივრციდან ნელ-ნელა მოედნებზე გადაინაცვლენებ.