მწვრთნელთა C კატეგორიის ლიცენზირების ორდღიანი გამოცდები დასრულდა

მწვრთნელთა C კატეგორიის ლიცენზირების ორდღიანი გამოცდები დასრულდა

ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა კალათბურთის მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის ორდღიანი გამოცდები, რომლის ფარგლებშიც 36-მა მწვრთნელმა მიიღო C კატეგორიის ლიცენზია. აღნიშნული ლიცენზია 14 წლამდე მოზარდებში სამუშაოდაა საჭირო და მთლიანობაში, რაც აღნიშნული პროგრამა დაიწყო, მთლიანობაში 296-მა მწვრთნელმა მიიღო იგი.

დღევანდელ გამოცდაში მონაწილეებს დაურიგდათ 50 საკითხისგან შემდგარი დიაგრამები, რომლებიც იმ ძირითადი საკალათბურთო კომპონენტებისგან, კომბინაციებისგან და სხვადასხვა სათამაშო ეპიზოდებისგან შედგებოდა. ტესტირების შემდეგ ჩატარდა პრაქტიკული გამოცდები, რომლებიც ცნობილმა ქართველმა კალათბურთის სპეციალისტებმა – გივი ბიჭიაშვილმა, ანტონ კაზანჯიანმა, დავით უსტიაშვილმა და გელა წულაძემ ჩაიბარეს.

მომდევნო ეტაპი იქნება B კატეგორიის სალიცენზიო გამოცდები, რომელიც 14-18 წლის ასაკის მოზარდებთან სამუშაოდაა საჭირო. მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამას ხელმძღვანელობს საქართველოს კალათბურთის მწვრთნელთა კავშირი და მისი მხარდამჭერი გახლავთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.