მწვრთნელთა C კატეგორიის სალიცენზიო ტესტირება 16, 17 და 18 იანვარს გაიმართება

მწვრთნელთა C კატეგორიის სალიცენზიო ტესტირება 16, 17 და 18 იანვარს გაიმართება

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით გრძელდება გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა. ტესტირების შედეგად ამ ეტაპისთვის 300-ამდე მწვრთნელს აქვს მიღებული პირველი და მეორე ეტაპის – შესაბამისად C და D კატეგორიის ლიცენზიები. იმ მწვრთნელებისთვის, რომლებსაც პროგრამის საწყისი – პირველი ეტაპი არ გაუვლიათ, პერიოდულად იმართება C კატეგორიის ტესტირება.

16, 17 და 18 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში (თსუ-ს მაღლივ კორპუსთან) გაიმართება მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპის (C ლიცენზიის) ტესტირება, რომელიც ყოველდღიურად 11:30 საათზე დაიწყება. 

ტესტირებაში მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობის ასლი და ფოტოსურათი კომპაქტ-დისკზე.

დეტალებისთვის დარეკეთ: 599441624