მერაბ რატიშვილი სტამბოლში ევროტურნირების პლეი ოფის მატჩებს მოემსახურება

მერაბ რატიშვილი სტამბოლში ევროტურნირების პლეი ოფის მატჩებს მოემსახურება
ფიბა-ს საკლუბო ტურნირებზე მიმდინარე თვეში მერაბ რატიშვილი იქნება დასაქმებული. ერთადერთ ქართველ კომისარს, რომელიც ფიბა-ს ლიცენზიას ფლობს, თურქეთის მეგაპოლისში 2 საპასუხისმგებლო მატჩის მომსახურება მოუწევს. 14 მარტს სტამბოლი ქალთა ევროლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრას უმასპინძლებს ადგილობრივ ფენერბაჰჩესა და უნგრულ შოპრონს შორის, ხოლო 2 დღეში, იგივე ქალაქში უკვე ქალთა ევროპის თასის ნახევარფინალური მატჩი გაიმართება გალათასარაისა და იტალიურ ვენეციას შორის.
 
ორივე მატჩის კომისარი იქნება მერაბ რატიშვილი, რაც მის მიმართ ნდობის მორიგი გამოხატულებაა ფიბა-ს მხრიდან. შეგახსენებთ, რომ რატიშვილი გალათასარაისა და ვენეციის დაპირისპირებას სტამბოლში უკვე მომსახურებია, თუმცა ეს გახლდათ ქალთა ევროპის თასის 2018 წლის გათამაშების ფინალური შეხვედრა.
 
14 მარტი. ქალთა ევროლიგა, მეოთხედფინალი. სტამბოლი (თურქეთი).
ფენერბაჰჩე (თურქეთი) – შოპრონი (უნგრეთი)
 
16 მარტი. ქალთა ევროპის თასი, ნახევარფინალი. სტამბოლი (თურქეთი).
გალათასარაი (თურქეთი) – რეიერ ვენეცია (იტალია)