მიხეილ ვართანოვი და კირილე თვაური ფიბა ევროპის თასის მატჩებს მოემსახურებიან

მიხეილ ვართანოვი და კირილე თვაური ფიბა ევროპის თასის მატჩებს მოემსახურებიან
17 ოქტომბერს სტარტს იღებს ფიბა ევროპის თასი, რომელშიც ქართული გუნდი, თსუ მონაწილეობს. ტურნირში აქტიურად იქნებიან ჩართულები ქართველი მსაჯებიც, რომლებიც ჯგუფური ეტაპის პირველსავე ტურში ფიბა-მ მატჩებზე დანიშნა.
 
საქმე ეხება მიხეილ ვართანოვისა და კირილე თვაური გრაფიკს, რომელიც შემდეგნაირი იქნება:
 
მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)
 
18 ოქტომბერი. ფიბა ევროპის თასი. ვლოცლავეკი (პოლონეთი)
ანვილი (ვლოცლავეკი, პოლონეთი) – ბილბაო (ესპანეთი)
 
კირილე თვაური (მსაჯი)
 
18 ოქტომბერი. ფიბა ევროპის თასი. ლარნაკა (კვიპროსი)
აეკ (ლარნაკა, კვიპროსი) – როსტოკი (გერმანია)
 
თსუ კი თავის შეხვედრას 18 ოქტომბერს, გერმანიაში, გოტინგენთან გამართავს.