ფიბა-ევროპამ ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო მატჩებზე მსაჯები და ტექნიკური დელეგატები დანიშნა

ფიბა-ევროპამ ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო მატჩებზე მსაჯები და ტექნიკური დელეგატები დანიშნა

ფიბა-ევროპამ გამოაქვეყნა იმ მსაჯებისა და ტექნიკურ დელეგატთა სია, რომლებიც ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ფანჯრის თამაშებს მოემსახურებიან. საქართველოსა და შვეიცარიის 20 თებერვალს გასამართ მატჩს პოლონელი, ესტონელი და ავსტირელი არბიტრები გაუძღვებიან, ხოლო ტექნიკური დელეგატი იქნება მონტენეგროდან – დრაჟენ მატკოვიჩი.

23 თებერვალს, ბელგრადში საქართველო სერბეთს შეხვდება და ამ მატჩს ესპანელი და გერმანელი მსაჯები მოემსახურებიან, დელეგატი კი ბერძენი ანდრეას პაპადოპულოსი იქნება. რაც შეეხება ფიბა-ს ერთადერთ ქართველ კომისარსა და ტექნიკურ დელეგატს, მერაბ რატიშვილს, იგი 20 თებერვალს ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ტურნირის A ჯგუფის ცენტრალურ მატჩზე: პოლონეთი – ისრელზე იმუშავებს. 2017-2019 წლების ციკლში რატიშვილი ამ სტატუსით მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 6 შეხვედრას მოემსახურა, ხოლო  გასულ ზაფხულს ტექნიკური დელეგატის ლიცენზია შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარებით გაიხანგრძლივა. 

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. I ფანჯარა.

20 თებერვალი. თბილისი (საქართველო).

საქართველო – შვეიცარია

მსაჯები: ვოიცეხ ლიშკა (პოლონეთი), ტანელ სუსლოვი (ესტონეთი), გორან შლივიჩი (ავსტრია).

ფიბას ტექნიკური დელეგატი: დრაჟენ მატკოვიჩი (მონტენეგრო)

 

23 თებერვალი. ბელგრადი (სერბეთი).

სერბეთი – საქართველო

მსაჯები: ანტონიო კონდე (ესპანეთი), კარსტენ შტრაუბე (გერმანია), ლუის მიგელ კასტილიო (ესპანეთი).

ფიბას ტექნიკური დელეგატი: ანდრეას პაპადოპულოსი (საბერძნეთი).

 

20 თებერვალი. გლივიცე (პოლონეთი)

პოლონეთი – ისრაელი

მსაჯები: ალეკსანდარ გლიშიჩი (სერბეთი), ალექსანდრ დემანი (საფრანგეთი), ტომას ბისუელი (საფრანგეთი).

ფიბას ტექნიკური დელეგატი: მერაბ რატიშვილი (საქართველო).