ფიბა-ს ახალი არბიტრის, მიხეილ ვართანოვის დებიუტი სტამბოლში შედგება

ფიბა-ს ახალი არბიტრის, მიხეილ ვართანოვის დებიუტი სტამბოლში შედგება

ფიბა-მ თავის ორგანიზებულ ტურნირებზე ნოემბრის დასასრულისა და დეკემბრის პირველი ნახევრის მსაჯ-კომისართა ნომინაციები შეადგინა. ეს დანიშვნები იმითაა ჩვენთვის გამორჩეული, რომ მასში პირველად მოხვდა ქართული მსაჯთა კორპუსის წარმომადგენელი, მიხეილ ვართანოვი. 

ვართანოვს ფიბა-ს ლიცენზია 3×3 კალათბურთის განხრით ჰქონდა, სტანდარტული, 5×5 საკალათბურთო მატჩს კი არასდროს მომსახურებია. მან ფიბა-ს ლიცენზია ოფიციალურად ოქტომბრის თვეში მიიღო და პირველი საერთაშორისო მატჩი, რომელსაც იმსაჯებს, ქალთა ევროპის თასის სტამბოლში გასამართი მატჩი იქნება, რომელშიც “გალათასარაი” პოლონურ “არტეგოს” დაუპირისპირდება. 

ტრადიციულად, დატვირთულები არიან ფიბა-ს სტაჟიანი ქართველი არბიტრი მაკა კუპატაძე და ერთადერთი ქართველი ფიბა-ს კომისარ-დელეგატი მერაბ რატიშვილი. ქართველი მსაჯებისა და კომისრის დანიშვნების სრულ სიას ცალკე წარმოგიდგენთ:

მაკა კუპატაძე (მსაჯი)

27 ნოემბერი. ქალთა ევროლიგა. სტამბოლი (თურქეთი)

ფენერბაჰჩე (სტამბოლი, თურქეთი) – ბერეტა ფამილია სკიო (იტალია)

 

4 დეკემბერი. ქალთა ევროლიგა. კურსკი (რუსეთი)

დინამო (კურსკი, რუსეთი) – შოპრონი (უნგრეთი)

 

5 დეკემბერი . ქალთა ევროპის თასი. ვიდნოე (რუსეთი)

სპარტა (ვიდნოე, რუსეთი) – მბა (მოსკოვი, რუსეთი)

 

მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)

4 დეკემბერი. ქალთა ევროპის თასი. სტამბოლი (თურქეთი)

გალათასარაი (სტამბოლი, თურქეთი) – არტეგო (ბიგდოშჩი, პოლონეთი)

 

5 დეკემბერი. ქალთა ევროპის თასი. სტამბოლი (თურქეთი)

ბეშიქთაში (სტამბოლი, თურქეთი) – პრიშტინა (კოსოვო)

 

მერაბ რატიშვილი (კომისარი)

27 ნოემბერი. ქალთა ევროპის თასი. ვიდნოე (რუსეთი)

სპარტა (ვიდნოე, რუსეთი) – პრიშტინა (კოსოვო)

 

28 ნოემბერი. ქალთა ევროპის თასი. მოსკოვი (რუსეთი)

მბა (მოსკოვი, რუსეთი) – ბეშიქთაში (სტამბოლი, თურქეთი)