ფიბა-ს სპეციალური პროგრამა (SCOD) მსაჯებისთვის, რომელსაც კალათბურთის მმართველი საერთაშორისო ორგანიზაცია ონლაინ ახორციელებს და პერმანენტული ვიდეო-კონფერენციებით სხვადასხვა ქვეყნების არბიტრებს კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება, დასრულდა. პროგრამა სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, სადაც მსაჯები იკრიბებიან და კვალიფიკაციას იმაღლებენ, თუმცა პანდემიის გამო ეს წლეულს არ მოხერხდა და ფიბა-მ მისი ჩატარება აპლიკაცია ZOOM-ის საშუალებით ჩაატარა.
პროგრამის ხელმძღვანელია ფიბა-ს პოლონელი კომისარი გრეგორი ზემბლიცკი, რომელმაც სხვადასხვა ევროპელი არბიტრების დახმარებით ქართველ მსაჯებს მე-7 და მიმდინარე წელს ბოლო სემინარი ჩაუტარა. ქართველმა მსაჯებმა იმ ცვლილებებზე მიიღეს დეტალური ინფორმაცია, რომელიც კალათბურთის ოფიციალურ წესებში 1 ოქტომბრიდან შევა. ეს გახლავთ მცირე ცვლილებები, რომელიც თითქმის ყოველწლიურად ხორციელდება ფიბა-ს მიერ.
გრეგორი ზემბლიცკიმ ყველასთვის გასაგებად ახსნა ყველა ცვლილება, რის შემდეგაც ქართველი არბიტრების კითხვებს უპასუხა და ბოლო ყველა მათგანს წარმატებული სეზონი უსურვა. ფიბა-ს პროგრამა SCOD-ი მომავალი წლიდან გაგრძელდება და იმედია, კოვიდ-პანდემიის გამო მისი ონლაინ-ჩატარების აუცილებლობა არ იარსებებს.
აქ კი გთავაზობთ ჩატარებული სემინარის ვიდეო-ნაწყვეტებს: