ფიბა-ს სპეციალური პროგრამა (SCOD) მსაჯებისთვის, რომელსაც კალათბურთის მმართველი საერთაშორისო ორგანიზაცია ონლაინ ახორციელებს და პერმანენტული ვიდეო-კონფერენციებით სხვადასხვა ქვეყნების არბიტრებს კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება, გრძელდება. საქართველოს მსაჯთა კორპუსის განვითარებაზე ფიბა-ევროპაში პოლონელი ინსტრუქტორი, გრეგორი ზემბლიცკი ზრუნავს, რომელმაც გუშინ ქართველი მსაჯებისთვის მორიგი ონლაინ სემინარი ლატვიელ არბიტრ ოსკარ ლუცისთან ერთად გამართა.
სემინარის თემა გალდათ ცენტრალური მსაჯის პოზიცია და მოქმედება თამაშის მსვლელობისას. სემინარის მონაწილეებმა როგორც თეორიული ლექცია მოისმინეს, ისე პრაქტიკული მაგალითებიც ნახე ვიდეოკლიპების სახით, სადაც ზუსტად იყო განსაზღვრული ცენტრალური მსაჯის უფლება-მოვალეობები,. რა თქმა უნდა, იყო სავარჯიშო ვიდეო-კლიპები, სადაც მსაჯებს უნდა განესაზღვრად სწორი მოქმედებები.
ფიბა-ს მსაჯთა განვითარების პროგრამა SCOD-ის მორიგი სემინარი ქართველი არბიტრებისთვის 3 სექტემბერსაა დაგეგმილი.