ფიბა, VTB ლიგა და ქართველი მსაჯ-კომისრები ახალ სეზონს ერთად ხსნიან

ფიბა, VTB ლიგა და ქართველი მსაჯ-კომისრები ახალ სეზონს ერთად ხსნიან

ფიბა და VTB-ის გაერთიანებული ლიგა საკალათბურთო სეზონს ხსნიან. საერთაშორისო საკლუბო ტურნირები, რომლებსაც ეს ორგანიზაციები ხელმძღვანელობენ, დღეიდან დაიწყო. შესაბამისად, საქმეში ერთვებიან ქართველი მსაჯ-კომისრებიც, რომლებიც საერთაშორისო საკლუბო და სანაკრებო მატჩებს სისტემატიურად ემსახურებიან.

არბიტრ მაკა კუპატაძეს და კომისარ/ტექნიკურ დელეგატ მერაბ რატიშვილს დატვირთული ზაფხული ჰქონდათ. ისინი ევროპის სხვადასხვა ასაკობრივ და ქალთა ჩემპიონატებს მოემსახურნენ. ამ ტანდემისთვის საკმაოდ დატვირთული იქნება მომავალი სეზონიც და ვიმედოვნებთ, ასევე მალე ჩაერთვებიან საქმეში ფიბა-ს ლიცენზიის ახლახან მიმღები საქართველოს მსაჯთა კორპუსის წარმომადგენლები – მიხეილ ვართანოვი და კირილე თვაური.

წარმოგიდგენთ  არბიტრ მაკა კუპატაძისა და კომისარ-ტექნიკური დელეგატის , მერაბ რატიშვილის მიმდინარე თვის ევროგრაფიკს:

მაკა კუპატაძე (მსაჯი)

ქალთა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ეტაპი. 26 სექტემბერი. ნოგინსკი (რუსეთი)

სპარტაკი (ნოგინსკი, რუსეთი) – ქაისერი (თურქეთი)

 

მერაბ რატიშვილი (კომისარი)

ვი-თი-ბი გაერთიანებული ლიგა. 1 ოქტომბერი. ჟელენა გურა (პოლონეთი)

ჟელენა გურა (პოლონეთი)  – ზენიტი (სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი)

 

ქალთა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ეტაპი. 3 ოქტომბერი. ქაისერი (თურქეთი)

ქაისერი (თურქეთი) – სპარტაკი (ნოგინსკი, რუსეთი)