მოახლოვდა სანაკრებო ფანჯარა, თუმცა ულებ-ის, ასევე ფიბა-ს მიერ ორგანიზებული ქალთა ტურნირები აქტიურად მიმდინარეობს. სწორედ ამ ტურნირების თამაშებს მოემსახურებიან ქართველი არბიტრები და კომისარი.
აღსანიშნავია, რომ ფეხის ტრავმის გამო მაკა კუპატაძეს საქართველოს სუპერლიგასთან ერთად რამდენიმე საერთაშორისო მატჩი გაუცდა, თუმცა სადღეისოდ ის მწყობრშია და ორივე სარბიელს დაუბრუნდა. გთავაზობთ კუპატაძის, კირილე თვაურისა და მერაბ რატიშვილის ევროსაკლუბო თამაშების განრიგს
მაკა კუპატაძე (მსაჯი)
ქალთა ევროპის თასი. 1 დეკემბერი. ანკარა (თურქეთი)
ნესიბე აიდინი (ანკარა, თურქეთი) – პეაკ პეჩი (უნგრეთი)
კირილე თვაური (მსაჯი)
ქალთა ევროლიგა. 24 ნოემბერი. გდინია (პოლონეთი)
არკა გდინია (პოლონეთი) – ფენერბაჰჩე (თურქეთი)
ქალთა ევროპის თასი. 25 ნოემბერი. ბიდგოშჩი (პოლონეთი)
ბიდგოშჩი (პოლონეთი) – ნადეჟდა (ორენბურგი, რუსეთი)
მერაბ რატიშვილი (კომისარი)
ქალთა ევროლიგა. 1 დეკემბერი. ეკატერინბურგი (რუსეთი)
უგმკ (ეკატერინბურგი, რუსეთი) – ავენიდა (ესპანეთი)