14 და 16-წლამდელთა ბ-ლიგაში რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა

14 და 16-წლამდელთა ბ-ლიგაში რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა

დღეს დასრულდა 16-წლამდელთა „ბ“ ლიგის
რეგულარული ჩემპიონატი. აღნიშნულ  ტურნირს თბილისის კალათბურთის
განვითარების კავშირი საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ერთობლივი
ძალებით ატარებს და მასში 27 გუნდი მონაწილეობს.
გათამაშების ფორმატის თანახმად
შექმნილი იყო სამი 5-გუნდიანი და ორი 6-გუნდიანი ჯგუფი. 2 წრის შემდეგ
ჯგუფების გამარჯვებულმა გუნდებმა მეოთხედფინალის საგზურები მოიპოვეს.
მეექვსე მეოთხედფინალისტი საუკეთესო მეორეადგილოსანი გახდა. ხოლო პლეი ოფის
დარჩენილი 2 საგზურისთვის დარჩენილი 4 მეორეადგილოსანი საკვალიფიკაციო
ეტაპზე იბრძოლებენ.

მაშ ასე, პირველი ადგილიდან
მეოთხდფინალში გავიდნენ: ქუთაისსი 1, ქუთაისი 2, კარდინალი, მართვე 2 და
ორბი. საუკეთესო მეორეადგილოსანი „მაკაბი“ გახდა, რომელიც პლეი ოფში
პირდაპირ გავიდა. საკვალიფიკაციო ეტაპზე მეოთხედფინალის საგზურებისთვის ერთ
მოგებამდე იბრძოლებენ წყვილები: აკადემია – მართვე და რუსთავი –
14-წლამდელთა ნაკრები.

მეოთხედფინალის დაძლევა ერთ
მოგებამდეა, ოლო ნახევარფინალურ და ფინალურ სერიებში გამარჯვებული 2 მატჩის
გამში გამოვლინდება. პლეი ოფი კალენდარი ორიოდ დღეში შედგება.
ასევე დასრულდა 14-წლამდელთა „ბ“
ლიგის რეგულარული ჩემპიონატი. ტურნირში 4 ჯგუფში განაწილებული 23 გუნდი
მონაწილეობდა და 8 საუკეთესომ (2-2 თითოეული ჯგუფიდან) პლეი ოფის საგურები
მოიპოვეს. მეოთხედფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

ა1 – გ2            ჰიუნდაი – ქუთაისი
ბ1 – დ2           იბერი – აკადემია 2
გ1 – ა2            დინამო – რუსთავი 2
დ1 – ბ2           ზაზა 2 – რუსთვი 1