18-წლამდელთა ნაკრები 3X3 კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს ისრაელის ძლევით დაემშვიდობა

18-წლამდელთა ნაკრები 3X3 კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს ისრაელის ძლევით დაემშვიდობა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა დღეს ევროპის 3X3 კალათბურთის ჩემპიონატზე ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ქართველები საკმაოდ ძლიერ ისრაელს შეხვდენენ და დამაჯერებელი სხვაობით – 19:15 სძლიეს.

სამწუხაროდ, ეს გამარჯვება საკმარისი არ აღმოჩნდა საიმისოდ, რომ საქართველო ჯგუფის საუკეთესო ორ გუნდში მომხვდარიყო და ბრძოლა პლეი ოფში გაეგრძელებინა. ბელარუსმა და თურქეთმა ჯგუფში 1-2 ადგილები დაიკავეს და მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის უფლებაც მოიპოვეს.
შეგახსებენთ, რომ საქართველოს ნაკრებმა გუშინ – 21 აგვისტოს ჯგუფური ეტაპის საწყისი 2 შეხვედრა ბელარუსთან (10:18) და თურქეთთან (11:19) წააგო. ქართველების დარად ამ გუნდებთან წააგო ისრაელმაც, თუმცა გაცილებით დაძაბულ ბრძოლაში. ებრაელებმა თურქეთთან ბრძოლა 1 ქულით – 18:19 დათმეს, ხოლო მასპინძელ ბელარუსებთან მატჩი 19:21 წააგეს.
სწორედ ასეთი ძლიერი მეტოქე დაამარცხა საქართველოს ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში, თუმცა ეს გახლდათ უმოტივაციო მატჩი და წარმატების მიუხედავად, საქართველოს ნაკრები მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდა.