19-წლამდელთა ჩემპიონი „მე-100 სკოლა – ბასტიონი“ გახდა

19-წლამდელთა ჩემპიონი „მე-100 სკოლა – ბასტიონი“ გახდა

 გალერეა დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 19 წლამდე გოგონათა
შორის. ქვეყნის ჩემპიონი გახდა ლელა ცანავას, მანანა ბიჩინაშვილისა და როლანდ გელოვანის
გაწვრთნილი საკალათბურთო კლუბი „მე-100 სკოლა – ბასტიონი“. ამ გუნდმა დაუმარცხებლად
განვლო როგორც რეგულარული ჩემპიონატი, ისე პლეი ოფი და აღნიშნულ ასაკში ქვეყნის ღირსეული
ჩემპიონი გახდა.

გამარჯვებული მე-100 სკოლა-ბასტიონელები მედლებითა და
სიგელებით კალათბურთის ფედერაციის ქალთა კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მედეა
მხეიძემ დააჯილდოვა. ფინალურ მატჩში გასული საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები, რომლის
ბირთვსაც „მე-100 სკოლა-ბასტიონის“ მოთამაშეები შეადგენდნენ, ჩემპიონატში ისედაც უkონკურსოდ
მონაწილეობდნენ და პირველობა რომც მოეგოთ, ტიტულს არ დაიმსახურებდნენ.

შესაბამისად, მეორე ადგილის მფლობელი გახდა ნახევარფინალში
დამარცხებული გუნდების მატჩის გამარჯვებული „ახმეტა“. ფორმალურად მე-3 ადგილისთვის
მატჩი ეწოდებოდა, თუმცა რეალურად ჩემპიონატის მეორე და მესამე ადგილები თამაშდებოდა
შეხვედრაში, რომელშიც ერთმანეთს „ზესტაფონი“ და „ახმეტა“ შეხვდნენ“.

მატჩი საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა.
თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ მცირე უპირატესობა ხელთ ახმეტელებმა იგდეს, რომლებმაც
ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნეს და საბოლოოდ 53:42 გაიმარჯვეს. ამ მოგებით ახმეტელებმა
19-წლამდელთა ჩემპიონატის ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს, რომლებიც მათ ვეტერანმა კალათბურთელმა
– ანტონ კაზანჯიანმა გადასცა.

მესამე ადგილზე გასული ზესტაფონელები მედლებითა და სიგელებით
კალათბურთის ფედერაციის ქალთა კალათბურთის განყოფილების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა და
16-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალენტინ დერიუგინმა დააჯილდოვა.