“ა” ლიგის გუნდების და ჟურნალისტების საყურადღებოდ

“ა” ლიგის გუნდების  და ჟურნალისტების საყურადღებოდ

საკალათბურთო „ა“ ლიგის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა
ხვალ, 5 თებერვალს, სპორტის სამინისტროს სააქტო დარბაზში გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას
11 გუნდი მიიღებს, რომლებიც „ა“ ლიგის 6 საგზურისთვის იბრძოლებენ.

შესარჩევ ტურნირში შემდეგი გუნდები ითამაშებენ:

თსუ, არენა 76, კაკტუსი, წყალტუბო, მარნეული, სეუ-ჰიუნდაი, კრისტალი, გაბლ (სამოყვარულო ლიგის გუნდი), აკადემია, ნიკეა, გორის „დილა“.

კენჭისყრის შედეგად 11 გუნდი 3 ჯგუფში გადანაწილდება.
ჩატარდება 1 წრე, რის შემდეგაც თითოეული ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში გავა.
მეოთხედფინალის დარჩენილ 2 საგზურს ჯგუფების მესამეადგილოსნები და 1 საუკეთესო მეოთხეადგილოსანი
საკვალიფიკაციო მატჩში გაითამაშებენ.

მეოთხედფინალის გამარჯვებული 4 გუნდი „ა“ ლიგის საგზურს
მიიღებს. დარჩენილი 2 ადგილისთვის კი მეოთხედფინალში დამარცხებული გუნდები საკვალიფიკაციო
მატჩებში იბრძოლებენ.

„ა“ ლიგის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა სპორტის სამინისტროში
13 საათზე დაიწყება.