აგრარულმა თსსუ–ს გაუსამა

აგრარულმა თსსუ–ს გაუსამა

აგრარული უნივერსიტეტის გუნდი მიმდინარე სეზონში მესამედ შეხვდა
სამედიცინო უნივერსიტეტს და მესამედაც დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ 2 უკანასკნელი
შეხვედრა დამატებით დროში გადაიზარდა და ორჯერვე სსაუ–ს გამარჯვებით დასრულდა.

მედიკოსებს ამერიკელი ჯეფრი როჯერსი აკლდათ, რომელსაც საზარდული აქვს
დაჭიმული, თუმცა მის გარეშეც ფავორიტად მიიჩნეოდა ნუგზარ კანდელაკის გუნდი. თსსუ
თამაშის განმავლობაში იგებდა კიდეც. ხან 10 ქულით, ხან 5–ით, მესამე მეოთხედის
შუასი კი მედიკოსთა ლიდერობამ 14 ქულა შეადგინა – 59:45. მიუხედავად ამისა,
მთავარი მწვრთნელის გარეშე მოთამაშე აგრარელებმა ბოლომდე იბრძოლეს. გია კაზანჯიანი
16–წლამდელთა ნაკრებშია დაკავებული, გუნდს კი მისი ასისტენტი თემურ აბულაძე
უძღვებოდა, რომელიც ისე აგულიანებდა აგრარელებს, რომ მათ ბოლო მეოთხედში ანგარიშის
გათანაბრება მოახერხეს. გიორგი ხანიაშვილმა და დავით არწივიძემ შედეგიანად
ითამაშეს და ძირითადი დროც ფრედ – 70:70 დასრულდა.

დამატებითი დროის დასრულებამდე 32 წამით ადრე მედიკოსები ქულიტ
იგებდნენ, მაგრამ იმავ ხანიაშვილისა და კახა მუმლაძის სიზუსტის წყალობით
სსაუ–ელები 3 ქულით დაწინაურდნენ და საბოლოოდ იმარჯვეს კიდეც.