მეორე წრე „სოხუმისა“ და სსაუ–ს მატჩით განახლდა. მთავარი
მწვრთნელის გარეშე მოთამაშე სოხუმელებმა მეტოქე 20 ქულით დაამარცხეს. „სოხუმის“
მომავალმა მწვრთნელმა აინარს ბაგატსკისმა მატჩს ტრიბუნიდან ადევნა თვალი.
სოხუმელებს ნომინალურ მწვრთნელად ლიკა ქაჯაია ჰყავდათ. მათი აქამდელი
მთავარი მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია კი ტრიბუნაზე, აინარს ბაგატსკისთან ერთად
იჯდა, რომელიც მომავალი გუნდის მატჩს ზვერავდა და გარკვეულ ჩანიშვნებსაც აკეთებდა.
მატჩის შემდეგ კვარაცხელიამ განაცხადა, რომ უკვე გადაწყვეტილია, რომ ბაგატსკისი „სოხუმს“
ჩაიბარებს.
თავად თამაში ნაკლებად საინტერესო გამოვიდა. სოხუმელები მუდმივად ინარჩუნებდნენ
მცირე უპირატესობას, თუმც ბოლო მეოთხედში მოუმატეს და საბოლოოდ 20 ქულით იმარჯვეს.
გამარჯვებულთაგან ამერიკელი ლეგიონერები გამოირჩნენ: რიჩარდ დამუსმა 21 ქულა და 13
მოხსნა მიითვალა, ხოლო იუჯინ ჰარისმა 20 ქულას 7 პასიც მოაყოლა. 7 პასი და 17 ქულა
მოაგროვა სოხუმელთა კიდევ ერთმა ლიდერმა ლაშა ფარღალავამ. ძირითადად ამ სამეულის
დამსახურებაა, რომ „სოხუმმა“ ეს შეხვედრა მოიგო.
მატჩის შემდეგ აინარს ბაგატსკისი
სსაუ – “სოხუმი” სტატისტიკას გულისყურით გაეცნო
სტატისტიკა: http://superleague.ge/results.php?gameid=333