არმია – ბათუმი წინასამატჩო პრესკონფერენცია

არმია – ბათუმი წინასამატჩო პრესკონფერენცია

 გალერეა

სუპერლიგის
მეორე წრის მეორე ტური გუშინ რუსთავში დაიწყო, დღეს კი 3 შეხვედრას თბილისის სპორტის
სასახლე უმასპინძლებს. ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ,,არმიისა’’ და ,,ბათუმის’’
გუნდები შეხვდებიან.  თამაშის დაწყებამდე გუნდების
მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი):
კარგ და დაძაბულ შეხვედრას ველოდებით. საკმაოდ მნიშვნელოვანი თამაშია, განსაკუთრებით,
სატურნირო მდგომარეობის თვალსაზრისით. უკვე ერთ წაგებას და მოგებას ბევრი რამის შეცვლა
შეუძლია, ასე რომ, მაქსიმალურად მობილიზებულები და მომზადებულები ვხვდებით დღევანდელ
მატჩს. ბათუმი უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვიდა, თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენც ტრავმების
გარეშე და სრული შემადგენლობით ვითამაშებთ.  
წარმატებებს ვუსურვებ მეტოქე გუნდს და ჩემს კოლეგას, რომელიც დღეს პირველად
არის მწვრთნელის როლში.

ივანე მაისურაძე(,,ბათუმის’’ მოთამაშე,
მწვრთნელი): ,,არმიის’’ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის საინტერესო
და მნიშვნელოვანია, რადგან ,,არმია’’ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გუნდია. დავეთანხმები
კოტეს, რომ დაძაბული და კარგი თამაში გველოდება. როგორც მწვრთნელი, პირველ შეხვედრას
ჩავატარებ და შევეცდებით, წარმატებას მივაღწიოთ. მწვრთნელის როლში დროებით ვარ, სანამ
მიხეილ კობეშავიძე არ გამოჯანმრთელდება.