არმია მეოთხედფინალურ სერიაში დაწინაურდა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

თბილისის სპორტის სასახლე დღეს სუპერლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრებს
მასპინძლობს.

დასრულდა შეხვედრა არმიასა და სამედიცინოს შორის, სადაც არმილებმა ,,მედიკოსებს“
დიდი სხვაობით 100:70 სძლიეს და მეოთხედფინალურ სერიაში, რომელიც ორ მოგებამდე გრძელდება
1:0 დაწინაურდნენ.

,,არმიამ“ მატჩი თავიდანვე დამაჯერებლად დაიწყო და საწყიის
ათწუთეულში  27:18 დაწინაურდა, ხოლო ტაიმში
54:34 იმარჯვა. თსსუ-მ ვერც მესამე მეოთხედში შეშზლო თამაშსი გარდატეხის შეტანა და
აღნიშნულ მეოთხედში მეტოქეს 46:80 ჩამორჩა. დასკვნითი მეოთხედი არმილებმა კვლავ მობილიზებულად
ჩაატარეს და პლეიოფეი იოლი გამარჯვებით გახსნეს.

 თბილისის სამედიცინო
უნივერსიტეტის გუნდს 18 ქულა კოკა ტომარაძემ შესძინა, ხოლო 14 ქულითა და 12 მოხსნით
ორმაგი დუბლი აკაკი დვალიშვილმა შეასრულა. არმიის შემადგენლობაში კი ყველაზე მეტი
17 ქულა ჯერემი რიჩადსონის ანგარიშზეა.

მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერენიაზე ,,არმიისა“
და სამედიცინოს მწვრთნელებისა და მოთამაშეების მხრიდან შემდეგი კომენტარები გაკეთდა.

კოტე ტუღუში (არმიის მწვრთნელი): პლეიოფი ბევრად განსხავებულია
რეგულარული ჩემპიონატისგან და ფსიქოლოგიური დატვირთვაც დიდია. წელს ძალიან
საინტერესო სეზონი იყო,  სამედიცინომ მე-8 ადგილი დაიკავა და ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი გუნდია, რომელიც  საკმაოდ სანახაობრივ კალათბურთს
აჩვენებს. აქედან გამომდინარე მოხარული ვარ რომ გავიმარჯვეთ, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა და ვემზადებით მეორე განმეორებითი მატჩებისთვის. რაც შეეხება გიორგი შარაბიძეს, მას
ფეხის ტრავმა გაუმიზეზდა და მომდევნო მატჩში ვერ დაგვეხმარება. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ამის თქმა  შემიძლია, კონკრეტულა დანარჩენს კი მომავალში შევიტყობთ.

 კახა შენგელია (თსსუ-ს
მწვრთნელი): იყო სასიხარულო მომენტები, თამაშის გარკვეულ  მონაკვეთებში ჩვენმა გუნდმა გაიბრწყინა კიდეც. წარმატეტებს  ვუსურვებ არმიის გუნდს  და ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს  საქართველოს მომავალ ჩემპიონებთან დავმარცხდით. რათქმა უნდა, ამას  ვამბობ
მთელი რეგულარული ჩემპიონატიდან გამომდინარე და არა მხოლოდ  დღევანდელი მატჩიდან. ვემზადებით შემდეგი შეხვედრისთვის, რათა ღირსეულად ღირსელად წასვდგეთ მაყურებლის წინაშე და მეტოქეს
სათანადო წინაარმდეგობა გავუწიოთ.რაც შეეხება ფილიპ სამოილოვიჩს, მას ოთხთავა კუნთი აქვს
დაზიანბეული და მომდევნო შეხვედრაში ვერ დაგვეხმარება. მისი ტრავმა საკმაოდ სეროოზულია
და შესაძლოა ჩვენს გუნდს სეზონის  ბოლომდე ვერ
შემოურთდეს. სამედიცინოს მხარეს მაქსიმალურად ვუზრუნველყოფთ, მაგრამ ექიმების განცხადებით
მკურნალობს ხანგრძლივი დრო ესაჭიროება.

 ბუბა კვიმსაძე: მთელი ჩეპიონატის მანძილზე
ვცდილობთ ჩვენი შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ და მწვრთნელის მითითებები მაქსიმალურად
შევასრულოთ. მადლობა ბატონ კახას ასეთი სიტყვებისთვის და ვიტყვი, რომ მეტოქემ დღეს
მართლაც ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწია.

გიორგი პირველაშვილი: რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, მაგრამ იყო მომენტები, სადაც ვერაფერი გავწყეთ და თამაში დავთმეთ. მიუხადავად, ამისა, წინ გადამწყვეტი
მატჩები გველოდება.  ღირსეული ადგილის მოსაპოვებლად  ჩვენს მოწინააღმდეგებს დიდ 
წინაარმდეგობას გავუწევთ.