არმია სერიაში დაწინაურდა

არმია სერიაში დაწინაურდა

დასრულდა სუპერლიგის მეოთხედფინალური შეხვედრა ,,არმიასა”
და ,,ენერჯი ინვესტს” შორის, რომელიც ,,არმიამ” ანგარიშით  94:63 მოიგო. მატჩის პირველივე წუთებიდან მოპოვებული
უპირატესობა ,,არმიამ” ბოლომდე შეინარჩუნა და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. 

მასპინძელთაგან ორმაგი  დუბლით, 15 ქულითა და ამდენივე მოხსნით რეზო ათანელიშვილი
გამოირჩა, ხოლო ,,ენერჯის” შემადგენლობაში საუკეთესო ასევე ორმაგი დუბლით სამუელ ლამუ
გახლდათ – 26 ქულა, 14 მოხსნა. შეგახსენებთ, რომ დღის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი და ,,სოხუმი”  
დაუპირისპირდებიან.