სუპერლიგის პირველი
წრის, ბოლოსწინა, მე-10 ტურის ცენტრალურ მატჩში
ერთმანეთს ,,სოხუმი” – ,,არმია” დაუპირისპირდნენ.
საკმაოდ ემოციურ და სანახაობრივ მატჩში თავდაცვის სამინისტროს გუნდმა
სოლიდური სხვაობით, 86:58 იმარჯვა ,,ზღვისპირელებთან” და სატურნირო ცხრილს
კვლავ წაუგებლად ლიდერობს. შეხვედრის პირველი ათწუთეული თანაბარი უპირატესობით
წარიმართა და საყაიმო ანგარიშიც არაერთხელ
დაფიქსირდა. პირველი მეოთხედის დასრულებამდე 42 წამით ადრე არმიელები მინიმალური სხვაობით
გავიდნენ წინ 19:18, მეორე მეოთხედის შუაწელში სოხუმელებმა ანგარიში გაათანაბრეს –
27:27, ხოლო აღნიშნული პერიოდის დასრულებამდე 3:52 წუთით ადრე წინ კვლავ ,,არმია” გავიდა
– 29:27, ტაიმში კი 8 ქულის სხვაობით, 36:28 იმარჯვა.
მესამე პერიოდში არმიელებმა ისევ იაქტიურეს და
10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს – 38:28.
ამ პერიოდში ,,ძალოვნებმა” მეტოქე საბოლოოდ გატეხეს და ათწუთეულის დასრულებამდე 23 :5 წამით ადრე სოლიდური სხვაობით დაწინაურდნენ – 62:39.
ბოლო დასკვნით მეოთხედში ,,არმია” შეუჩერებელი აღმოჩნდა,
დაცვაში ჩინებულად გაისარჯა, სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა (71:50)
და მიმდინარე სეზონში მე-9 გამარჯვება მიითვალა.
,,სოხუმს” 16 ქულა
ლაშა ფარღალავამ შესძინა, ხოლო არმიელებს 24 ქულით ჯერემი რიჩარდსონმა ულიდერა. აღასნიშნავია,
ბენჟამენ ვუდსაიდის კარგი თამაში, რომელიც 14 ქულითა და ამდენივე შედეგიანი გადაცემით
ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.