არმიამ და თსუ-მ სათადარიგოების გარეშე ითამაშეს

არმიამ და თსუ-მ სათადარიგოების გარეშე ითამაშეს

 დრამატული გამოდგა სუპერლიგის მეხუთე ტურის დასკვნითი
შეხვედრა ,,არმიასა” და თსუ-ს შორის, რომელიც დღეს თბილისის სპორტის სასახლეში 18 საათზე
გაიმართა.

მატჩი თსუ-უპირატესობით დაიწყო და პირველი პერიოდი სტუდენტების სასარგებლოდ,
ანგარიშით  25:11 დასრულდა. მეორე პერიოდში
არმიელები გააქტიურდნენ და სხვაობა 3 ქულამდე შეამცირეს -32:35. მატჩის მესამე მეოთხედში
მოედანზე გარკვეული ინციდენტი შეიქმნა, მოედანზე სათადარიგო მოთამაშეებიც გავიდნენ,
რასაც შეხვედრის არბიტრთა შემდეგი გადაწყვეტილება მოყვა –  ორივე გუნდის სათადარიგო მოთამაშეებმა მოედანი დატოვეს
და მატჩი გუნდების 5-კაციანი შემადგენლობით გაგრძელდა.

 აღნიშნული პერიოდის
დასრულებამდე 2:32  წუთით ადრე ანგარიში კვლავ
თსუ-ს სასრგებლოდ  ფიქსირდებოდა – 63:59.  მეოთხე პერიოდის  დასაწყისში თორნიკე ნინიაშვილმა 5 პერსონალური ფოლის
გამო მოედანი დატოვა და  შედეგად თსუ  მოედანზე სამი მოთამაშის ამარა დარჩა.

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში
წინ ვერ გავიდა,  მეოთხე პერიოდის დასაწყიში
მოახერხა 1-ქულით დაწინაურება – 70:69.  

 მატჩის დასრულებამდე
7:36  წუთი რჩებოდა, როდესაც თსუ-ს მოთამაშემ
დავით  ბერიშვილმა მე-5 პერსონალური ფოლი მიიღო
და მოედანზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხოლოდ ერთი მოთამაშე დარჩა. აღნიშნული
ფაქტი კალათბურთის ოფიციალური წესების მიხედვით შეხვედრის იმ ანგარიშით დასრულებას
ნიშნავდა, რაც იმ მომენტისტვის იყო დაფიქსირებული 
-73:71.

,,არმიის” რიგებში ყველაზე შედეგიანი ჯერემი რიჩარდსონი
იყო, რომემაც 25 მქულა მიითვალა, ხოლო თსუ-რიგეში 20-20 ქულა მიხეილ ფანჩულიძისა და
შალვა კოხრეიძის ანგარიშზეა.  14 ქულითა  და 17 მოხსნით კი ორმაგი დუბლი სოსო  შერმადინის ანგარიშზეა.