არმიამ ოლიმპი 32 ქულით დაამარცხა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

 სტატისტიკაგალერეაVIDEO

“სოხუმისა” და “ბათუმის” არშემდგარი
მატჩის შემდეგ სუპერლიგის მეორე წრის მე-5 ტური “არმიას” და “ოლიმპის”
შეხვედრით გაგრძელდა. მატჩი ვერ გამოდგა დაძაბული და შესაბამისად, საინტერესო. სუპერლიგის
ერთ-ერთმა ლიდერმა “არმიამ” ერთ-ერთი აუტსაიდერი იოლად დაამარცხდა –
85:53.
მატჩის ბედი პირველ ტაიმში გადაწყდა, რომელიც არმიელებმა
39:19 მოიგეს. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა “ძალოვნებმა” გუნდურად ითამაშეს
და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. “ოლიმპმა” მე-3 მეოთხედი ყველაზე მძლავრად
ჩაატარა, თუმცა მხოლოდ მინიმალური სხვაობით – 17:16 მოიგო და ბოლო პერიოდმა აზრი დაკარგა.

საბოლოოდ “არმიამ” იოლი გამარჯვება მოიპოვა
და ცხრილის ზედა ნაწილში პოზიციები გაიმყარა. არმიელთაგან 5-მა კალათბურთელმა 10-ქულიან
ზღვარს მიაღწია. 14-14 ქულა მიითვალეს გიორგი შარაბიძემ და ზვიად ბაბიაშვილმა,
11-11 ბექა წივწივაძემ და გიორგი ჯგერენაიამ, ხოლო ჟულივეტ ტუჯანის ანგარიშზე 10 ქულა
დაგროვდა. “ოლიმპში” 18 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო რიჩარდ მათიაშვილი
იყო, ნოდარ თენიეშვილმა კი პირად ანგარიშზე 14 ქულა ჩაიწერა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
კოტე ტუღუში
(არმიას მთავარი მწვრთნელი): მოხარული ვარ რომ გამარჯვება მოვიპოვეთ
და კმაყოფილი ვარ როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში თამაშით. ქუთაისთან საკმაოდ მძიმე
თამაში გადავიტანეთ, რთული სიტუაცია გქვქონდა  და მიხარია რომ დღეს ყველაფერმა კარგად ჩაიარა.  ვფიქრობ დღეს  ერთ ერთ საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ. იმედია მომავალშიც
ასე გავაგრძელებთ. ოლიმპის გუნდს  წარმატებას
ვუსურვებ.

 დავით თორთლაძე („ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი):
ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. სამწუხაროდ  ჩემმა გუნდმა ვერ ირწმუნა რომ ნებისმიერ მეტოქესთან  შეიძლება თამაში.  თუმცა პლეიოფებამდე   ორი თვეა დარჩენილი  და მწამს რომ ჩემი მოთააშეები გაიზრებენ როგორ შეიძლება
მოწინაღმდეგის დამარცხება.

თემურ ბაბუნაშვილი
(არმია): რთული იყო ქუთაისის შემდეგ თამაში, მაგრამ საბედნიეროდ
ჩვენი თამაში ვიპოვეთ, ყველაფერი გამოგვივიდა და გავიმარჯვეთ.

 რიჩარდ მათიაშვილი(ოლიმპი):  53 ქულა ჩავაგდეთ, რაც კატასტროფული შედეგია. ყოველთვის
მთავარია როგორ დაიწყებ თამაშს, ბოლო 2-3 მატჩს კი ძალიან  ცუდად ვიწყებთ. ვეცდებით გამოვასწოროთ ჩენი შეცდომები
 და კარგი თამაში ვაჩვენოთ.