არმიამ სოხუმი ბოლოს გატეხა; მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

არმიამ სოხუმი ბოლოს გატეხა; მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

 ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა სუპერლიგის მე-10
ტურის მორიგი მატჩი, სადაც ერთმანეთს ,,არმია“ -,,სოხუმი“ დაუპირისპირდნენ. 

მატჩში
არმილებმა იმარჯვეს, რომლებმაც მეტოქე ანგარიშით 89:69 დაამარცხეს.  

თავდაპირველად შეხვედრა ,,სოხუმის“ უპირატესობით დაიწყო,
რომლებიც საწყის ათწუთეულში 30:19 დაწინაურდნენ. მეორე მეოთხედში ,,არმიამ“ შეძლო მატჩზე
მობილიზება და პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიშის გათანაბრება – 40:40. დრამატული გამოდგა
მესამე პერიოდი, რომელიც გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ
კვლავ ფრედ  – 58:58 დასრულდა. გადამწყვეტ მეოთხედში  ,,არმიამ“ საბოლოოდ მოახერხა მეტოქის გატეხვა და
სოლიდური უპირატესობის მოპოვება. დასკვნით პერიოდში სოხუმელებმა მეტოქეს წინააღმდეგობა
ვეღარ გაუწიეს და მარცხი განიცადეს.   

 ,,არმიის“ შემადგენლობაში
საუკეთესო ბენჯამენ ვუდსაიდი იყო, რომელმაც 19 ქულა, 10 შედეგიანი გადაცემა, 9 მოხსნა
მიითვალა და სამმაგ დუბლამდე მხოლოდ ერთი მოხსნა დააკლდა.  ,,სოხუმის“ რიგებში  21 ქულით ლევან ფაცაცია გამოირჩა, ორმაგ დუბლამდე
კი ერთი მოხსნასერგო ათუაშვილს დააკლდა – 15 ქულა და 9 მოხსნა.  

 მატჩისშემდგომ
გამართულ პრესკონფერენციაზე ,,არმიისა“ და ,,სოხუმი“ მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა
შემდეგი კომენტარები გააკეთეს.  

კოტე ტუღუში
(არმიის მწვრთნელი): დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ, მიუხედავად რომ იყო ძალიან
ბევრი ხარვეზი. განვლილი ორი მატჩი ,,ბათუმთან“ და ,,რუსთავთან“   არცთუ კარგად
ჩავატარეთ და ველოდით რომ დღევანდელი მატჩი ძალიან დაძაბული იქნებოდა. შეიძლება ითქვას,
რომ გუნდს გარკვეული ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ სპორტში ხშირად ხდება ასეთი შემთხევევი
და მთვარია რომ კვლავ აღმასვლა დავიწყეთ. ამის მაგალითი კი სწორედ დღევანდელი მატჩია.
მადლობა ,,სოხუმს“ რომელმაც ღირსეული  წინააღმდეგობა
გაგვიწია და  კარგი კალათბურთი აჩვენა.  ჩვენმა მეტოქესმ ისეთი კალათბურთი დაგვიპირისპირა,
რომელიც ჩვენი გუნდისთვის ყველაზე საჭირო იყო. ასეთი თამაშით გუნდმა კარგი ვარჯიში
გაიარა პლეიოფების წინ.  დსაკვნით მეოთხედში
შევძჶლით ჩვენი შეცდომების გამოსწორება, თუმცა რეგულარული სეზონი სრულდება და ვარჯიშის
დრო აღარ არის. ,,სოხუმი“ თავიდან სერიოზულ კლუბად ჩამოყალიბდა, მაგრამ შემდეგ პრობლემები
შეექმნა. მინდა მომავალში წარმატება ვუსურვო ამ კლუბს და გამოვხატო ჩემი და ჩემი გუნდის
პატივისცემა სოხუმისა და მისი თითოეული მოთამაშის მიმართ.
 ვაჟა კვარაცხელია (სოხუმის მწვრთნელი):
 მივულოცავ ,,არმიას“ ამ გამარჯევბას და კოტე
ტუღუშს, რომელსაც ძალიან ვგულშემატკივრობ რომ დიდი მწვრთნელი გახდეს. ,,არმია“ ნამდვილად
ძლიერი გუნდია და კმაყოფილივარ ჩვენი ბიჭების თამაშით. მით უმეტეს რომ ბოლო დროს გუნდში
არცთუ სახარბიელო ვითარება გვქონდა. რიმვიდას სამულენასი კლუბიდან წავიდა და ახალი
სიტუაციის მიჩვევა საკმაოდ რთული იყო.  მიუხედავად
ამისა ბიჭებმა ბრწყინვალე თამაში აჩვენეს ისეთი გრანდის წინააღმდეგ, როგორიც ,,არმიაა“…
რაც შეეხება  რევაზ როგავას, რომელიც ძალიან
პერსპექტიული ბიჭია, მას გაუჭირდა მეტოქის გამოცდილი  და მაღალი დონის მოთამაშების წინააღმდეგ თამაში.
ფიზიკურად გუნდმა ვეღარ შეძლო არმიისთვის წინააღმდეგობის გაწევა. თუმცაღა ჩემი შეცდომებიც
უნდა ვაღიარო. მეოთხე პერიოდში ,,ზონა“ არ უნდა გვეთამაშა და ბოლომდე უნდა გვებრძოლა.
 მაგრამ ვიქრობ თუმცა ფინალი მაინც ასეთი იქნებოდა.
ოთხი პერიოდი სასტარტო ხუთეული ვერ გაუძლებს ასეთ მოთამაშებთან თამაშს. გუნდი გაძლიერებასთან
დაკავშირებით კი ვერფაერს გეტყვით.  ეს კლუბის
პრზიდენტის, მინდი გულუას გადასაწყვეტია და რთული სათქმელია რა იქნება მომავალში. თუმცაღა
იმის თქმა ნამდვილად შემიძლია რომ სანამ ცოცხალი ვარ შეეხება სოხუმის გუნდი აუცილებლად
იასპარეზებს ასაკობრივ ლიგებში და ყოველთვის გაზრდის ნიჭიერ თაობას.  

 ანატოლი ბოისა: მინდა შევაქო
სოხუმის გუნდი , რომელმაც  ძალიან კარგად ჩაატარა
დღევანდელი მატჩი.  როგორც კოტემ აღნიშნა, სამომავლოდ
მართლაც ძალიან გამოგვადგება ეს თამაში. დაცვაში აღმოგვაჩნდა გარკვეული ხარვეზები და
ნათლად დავინახეთ ჩვენი შეცდომები. თამაში სანახაობრივი გამოგვიდა და მაყურებელმა ისიამოვნა
ამ თამაშით.

 გიორგი ჯეგრენაია:
,,არმია“ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია საქართველოში და მიუხედავად წაგებისა მაინც კმაყოფილი
ვარ. სამი მეოთხედი თანასწორი თამაში იყო, მეოთხე პერიოდში კი პასის ხარჯზე გვაჯობეს
და მოიგეს კიდეც. ჩვენს გუნდში აქამდე არსებული პრობლემები მოგვარდა. ახალი ტრენერი
გვყავს და ყველანი ერთ მუშტად ვართ შეკრულნი. ეს დღეს თამაშზეც აისახა.