სტატისტიკასუპერლიგის მეორე წრე დღეს რეგიონებში გამართული მატჩებით
დაიწყო. ბათუმში ადგილობრივმა „ბათუმმა“ „მგზავრებს“ უმასპინძლა და 15 ქულის სხვაობით
– 81:66 დაამარცხა.
ბათუმელებმა გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვეს, თუმცა
პირველ პერიოდში თანაბარი ბრძოლა იყო და ვერავინ გაიგებდა, რომელი გუნდის სასარგებლოდ
დასრულდებოდა მატჩი. საწყის პერიოდში, თანაბარ ორთაბრძოლაში 1 ქულით – 17:16 ბათუმელებმა
იმარჯვეს, თუმცა მეორე ათწუთეულში მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა და ზღვისპირელები
გუნდური თამაშის წყალობით სოლიდურ ლიდერობას დაეპატრონნენ – 39:29.
მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა. მეტიც – ბათუმელებმა
მოახერხეს და თამაშის დასრულებამდე ლიდერობა კიდევ უფრო გაზარდეს და დაბოლოოდ 15 ქულის
სხვაობით – 81:66 გაუმარჯვეს.
19 ქულითა და 8 მოხსნით გამარჯვებულებს ილია შემოსიუკმა
ულიდერა. 16 ქულა მიითვლა მეორე უკრაინელმა ლეგიონერმა – იგორ კრივცოვმა. 10 ქულა,
8 მოხსნა დ 5 პასი დაგროვდა ბათუმელთა ამერიკელი ლეგიონერის – კრის ფელჩერის ანგარიშზე.
„მგზავრებში“ 14 ქულით ბომბარდირი გახდა ოთარ ფხაკაძე,ხოლო 13 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა
კრისტოფერ მერფიმ.
მატჩისშემდგომი კომენტარები
დავით უსტიაშვილი
(„ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი): თავიდანვე ჩვენი უპირატესობით დაიწყო
შეხვედრა, თამაშს ბოლომდე ვაკონტოლებდით და
შედეგით კმაყოფილი ვარ. ვიმედოვნებ, მომავალშიც წარმატებით გავაგრძელებთ ასპარეზობას.
ვეცდებით რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დავუშვათ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ. წლევანდელი
სეზონი ძალიან დაძაბულია და საინტერესოდ მიმდინარეობს.
პირველ რიგში, ჩვენი მიზანი საუკეთესო ოთხეულში
შესვლაა, დანარჩენს კი მომავალი გვაჩვენებს. წინ მთელი სეზონია და ძალიან
რთული ბრძოლა გველოდება.
ბუბა ბერიშვილი (“მგზავრების” მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში მივულოცავ ბათუმის გუნდს მოგებას, რომელიც ძალიან გამოცდილი გუნდია და მას ვერ შევედრებით. დღევანდელი შეხვედრისთვის მაქსიმალურად მოვემზადეთ, ბოლომდე დავიხარჯეთ დაცვაში, მაგრამ ვერ ვიასპარეზეთ შეტევაში, რაც სტატისტიკაზეც აისახა. არც იღბალი იყო ჩვენს მხარეზე. მომავალი მატჩებისთვის უკეთ მოვემზადებით და ვეცდებით გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები.