სუპერლიგის 21-ე ტური დღეს ბათუმში 1 მატჩით დასრულდა. აჭარულმა გუნდმა “ოლიმპს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 82:78 დაამარცხა.
ორივე გუნდისთვის შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. “ბათუმიც” და “ოლიმპიც” ცხრილის შუაში არიან და ორივეს პლეი ოფში გასვლის ამბიცია გააჩნია. შესაბამისად, ოთხეულში გასვლისთვის აღნიშნული მატჩის მოგება ჰაერივით საშირო გახლდათ და ეს ბათუმელებმა დიდი ბრძოლის შედეგად მოახერხეს.
თამაში თანაბარი გამოვიდა და კვანძი ბოლო პერიოდში გაიხსნა. პირველი მეოთხედი ქულით მასპინძლებმა მოიგეს, მეორეში ქულით უკვე სტუმრებმა იმარჯვეს და დიდ შესვენებაზე თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა. მესამე ათწუთეულში სტუმრებმა კვლავ მცირე უპირატესობა მოიპოვეს და გადამწყვეტ პერიოდს 2-ქულიანი ლიდერობით შეხვდნენ – 57:55.
თანაბარი თამაში ბოლო მეოთხედშიც გაგრძელდა. მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე აგნარიში საყაიმო იყო – 65:65, რის შემდეგაც მომდევნო წუთნახევრიანი პერიოდი ბათუმელებმა 6:0 მოიგეს და 71:65 დაწინაურდნენ. ვახტანგ ქადარიას ორქულიანს ბათუმელთა ამერიკელმა ლეგიონერმა სპენსერ კოლინსმა 2 ზუსტი გარღვევა მოაყოლა და მასპინძლები 6 ქულით დააწინაურა.
დარჩენილ დროში თბილისელებმა ორჯერ მოახერხეს მეტოქესთან 2 ქულით მიახლოვება, მაგრამ მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს და მიმდინარე სუპერლიგაში 12 მოგების წილ “ოლიმპმა” მე-9 მარცხი იწვნია. “ბათუმში” 15 ქულით, 8 მოხსნითა და 7 ჩაჭრით საუკეთესო იყო ერიკ ჩილდრესი. 16 ქულა და 8 მოხსნა სპენსერ კოლინსმა მიითვალა, სტეფან ანდრეიევიჩის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა. “ოლიმპში” 19 ქულით და 9 პასით გივი ბაქრაძე გამოირჩა. ნიკა დარბაიძის ანგარიშზე 17 ქულა დაგროვდა.
სუპერლიგის მომდევნო ტურის 4 მატჩი 15 მარტს, თბილისში გაიმართება.
ბათუმი – ოლიმპი
სტატისტიკა: 72:68