სტატისტიკა
გალერეა
ბათუმში მე-7 ტურის მეორე მატჩი გაიმართა, სადაც ადგილობრივმა
გუნდმა “მაქაბის” უმასპინძლა და ზედმეტი გართულებების გარეშე – 110:79 დაამარცხა.
მიხეილ კობეშავიძის გუნდმა სეზონში მე-5 გამარჯვება მოიპოვა და სანამ ტურის დარჩენილი
მატჩები გაიმართებოდეს, გათამაშების ცხრილს სათავეში მოექცა.
თუკი “მაქაბიმ” პირველ მეოთხედში წინააღმდეგობა
გაუწია “ბათუმს”, მეორე პერიოდში მასპინძლებმა უპირატესობა სრულად მოიპოვეს
და დიდი შესვენებისთვის 24 ქულის სხვაობით – 59:35 დაწინაურდნენ. მატჩის ბედი გარკვეული
იყო, საკითხავი ისღა იყო დარჩენილი, თუ რა სხვაობით იმარჯვებდა “ბათუმი”.
მასპინძლებმა საბოლოოდ 31 ქულით მოიგეს, რითაც ცხრილში პირველ ადგილზე აინაცვლეს.
ბათუმელთა შორის ტრადიციულად ლეგიონერები გამოირჩნენ.
26 ქულითა და 10 პასით ჯუნიორ ქედუგინი გახდა საუკეთესო, 25 ქულა და 13 მოხსნა ჰქონდა
ჯერემი სეფოლდს, ხოლო ხოლო ჯემი ჯექსონის ანგარიშზე 23 ქულა დაგროვდა. ბათუმელთაგან
საუკეთესო ქართველი ლაშა კეშელავა იყო 11 ქულით. რაც შეეხებათ მაქაბელებს, 23 ქულითა
და 9 მოხსნით გიორგი ფერიაშვილი გამოირჩა, ხოლო ლევან რევაზაშვილმა პირად ანგარიშზე
22 ქულა და 8 მოხსნა ჩაიწერა, ხოლო ორმაგი დუბლი მაიზერ რევაზაშვილმა მიითვალა –
10 ქულა, 13 მოხსნა.
მე-7 ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა ხვალ, სპორტის სასახლეში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
მიხეილ კობეშავიძე
(“ბათუმის” მთავარი მწვრთნელი):
გუნდების ძალების თანაბარდობიდან გამომდინარე, დღევანდელ მატჩში რა თქმა უნდა არ იყო ბრძოლა, ამიტომ გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა
და ყველა კალათბურთელს მივეცით სათამაშო დრო.
ჯამლეტ ხუხაშვილი
(“მაქაბის” მთავარი მწვრთნელი): როგორც მოსალოდენელი იყო, დღევანდელი
შეხვედრა ბათუმის გამარჯვებით დასრულდა. ეს გუნდი თავისი შემადგენლობით უძლიერესია
სუპერლიგაში და ვფიქრობ მედლების ერთ-ერთი კანდიდატია. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, მოგეხსებათ გიორგი რევაზაშვილი
1 თვე ვერ დაეხმარება ჩვენს გუნდს, რომლის
გარეშეც, რა თქმა უნდა, ყველა მეტოქესთან არდამაკმაყოფილებელ შედეგეს ვაჩვენებთ. ამიტომ
ველოდებით იმ დროს, როცა სამივე რევაზაშვილი (გიორგი რევაზაშვილი, ლევან რევაზაშვილი
და მაიზერ რევაზაშვილი) დადგება მოედანზე და ყველა გუნდთან ბოლომდე ვიბრძოლებთ.
უნდა აღვნიშნო,
რომ ჩვენ ბევრს ვმუშაობთ მაიზერ რევაზაშვილზე,
რომელიც ჯერ 17 წლისაც არ არის და უკვე 208 სანტიმეტრი სიმაღლისაა. სასიხარულოა, რომ
დღეს მან ჩვენს გუნდში ერთადერთი ორმაგი დუბლი შეასრულა და 10 ქულა და 13 მოხსნა მოგვიტანა.
“რსუ ბათუმის” პრეს-სამსახურის ფოტო