ბათუმმა რუსთავს 28 ქულით სძლია (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ბათუმმა რუსთავს 28 ქულით სძლია (მატჩისშემდგომი კომენტარები)

სტატისტიკა
გალერეა სუპერლიგის მიმდინარე
სეზონის ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა ერთ-ერთ აუტსაიდერს უმასპინძლა და დაგეგმილი გამარჯვება
მოიპოვა. “რუსთავს” ბათუმში შანსი არ ჰქონია – მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა
ზღვისპირელებმა ქვემოქართლური გუნდი აჭარიდან დიდსხვაობიანი მარცხით გამოისტუმრეს.

102:74 – 28-ქულიანი
ღირსეული საჩუქარი იყო იმ გარჯისთვის, რომელიც ბათუმელებმა, უფრო კი მათმა ლეგიონერებმა
გასწიეს. კადუგანი-ჯექსონი-სეფოლდის ტრიომ ამჯერადაც გამოიჩინა თავი და ჯამური 53 ქულით
ბათუმელთა გამარჯვებაში გამორჩეული წილი დაიდო. ბათუმელებმა ბოლო მეოთხედის გარდა ყველა
პერიოდი დამაჯერებლად მოიგეს და საქმე სათავისოდ გადაწყვიტეს.

მასპინძლებმა
“რუსთავს” ყველა რგოლში აჯობეს. განსაკუთრებით დიდი იყო სხვაობა ფარქვეშა
ბრძოლებში – რომელიც ბათუმელებმა მთელი 27 მოხსნით მოიგეს. აჭარულმა გუნდმა მეტოქეზე
7-ით მეტი სამქულიანი ჩააგდო, რითაც მეტოქე წელში გატეხა. ერთადერთი, რაშიც რუსთაველებს
უპირატესობა ჰქონდათ, დაფარებებია, თუმცა მხოლოდ 4 ერთეულით მეტი დაფარებით რომ თამაშს
ვერ მოიგებ, ეს ყველასთვის ცხადია.

25 ქულით ბათუმელთა
ბომბარდირი ჯერემი სეფოლდი გახდა, ხოლო ჯეიმი ჯექსონმა 16 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი
დუბლი შეასრულა. დუბლი შეასრულა ჯუნიორ კადუგანმაც, რომელმაც 12 ქულას 11 შედეგიანი
გადაცემაც მოაყოლა. ერთადერთი ქართველი, რომელმაც ბათუმელთაგან 10-ქულიანი ზღვარი დაძლია,
ლევან ელიაძე გახლდათ. რუსთაველთა შორის 26 ქულით გუნდის ახალწვეული, სერგო ათუაშვილი
გამოირჩა.

სუპერლიგის მე-7
ტურის დარჩნილი 2 შეხვედრა 25 ნოემბერს, ორშაბათს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
მიხეილ კობეშავიძე(,,ბათუმის” მთავარი
მწვრთნელი):  არეული
თამაში იყო, თუმცა ვიბრძოლეთ და მოვიგეთ. დაცვაში მეტოქეზე კარგად ვიასპარეზეთ და ეს
გახდა ჩვენი გამარჯვების მიზეზი.

ოთარ ხმელიძე(,,რუსთავის” მთავარი
მწვრთნელი): პირველ მეოთხედში შედარებით თანაბარი თამაში იყო, მაგრამ
მეორე ათწუთეულში მეტოქე წინ დიდი ანგარიშით გავიდა. სამწუხაროდ, გამთამაშებლის პრობლემა
გვაქვს, ამ ეტაპზე შემცვლელი არ გვყავს და ჩვენს გუნდს ძალიან უჭირს. ვიმედოვნებ, ქაქუცა
აბაიშვილი ერთ კვირაში გამოჯანმრთელდება და დიდ დახმარებას გაგვიწევს. დღევანდელ მატჩში
ბიჭებმა ბევრი ბავშვური შეცდომა დაუშვეს, შედარებით უკეთ ახალწვეულმა სერგო ათუაშვილმა
და ლევან ხმელიძემ ითამაშეს. იმედია, ნელ-ნელა დავლაგდებით და სასურველ შედეგს ვაჩვენებთ.
იმედებს ახალგაზრდა თაობაზე ვამყარებთ.