თბილისის სპორტის სასახლე დღეს სუპერლიგის მე-4 ტურის
მატჩებს მასპინძლობს. დღის პირველ შეხვედრაში სტუ-მ რსუ-ბათუმს უმასპინძლა და 62:66 მარცხი განიცადა.
მატჩის საწყისი ათწუთეული გუნდების გარდამავალი უპირატესობით
წარიმართა და საბოლოოდ ,,ბათუმის“ სასარგებლოდ
დასრულდა, რომელიც პერიოდში 23:20 დაწინაურდა. საინტერესოდ წარიმართა მეორე მეოთხედი,
სადაც ,,ზღვისპირელები“ კიდევ უფრო გააქტიურდნენ და 35:31 გავიდნენ წინ. მესამე მეოთხედში
,,ბათუმმა“ შეძლო მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და აღნიშნული მეოთხედის დასასრულს
7 ქულით დაწინაურდა – 49:42.
დაძაბული გამოდგა
მატჩის დასკვნითი პერიოდი, რომლის შუაწელში ,,ტექნიკოსები“ სულ სხვაგვარად ათამაშდნენ
და სხვაობა ორ ქულამდე შეამცირეს – 49:51. მიუხედავად ამისა ბათუმელებმა შეძლეს მობილიზება
და მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 2:14 წუთით ადრე 61:53 გავიდნენ წინ, ხოლო საბოლოოდ მატჩში 4 ქულის სხვაობით
იმარჯვეს და მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება მიითვალეს.
,,ტექნიკოსებს“ 21 ქულა ზვიად ანთაძემ შესძინა, ხოლო
,,ბათუმს“ ლოაშა კეშელავამ ულიდერა, რომელმაც 17 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი
შეასრულა.
მატჩისშემდგომ ტრადიციულად გაიმართა პრესკონფერენციას,
სადაც სტუ-სა და ,,ბათუმის“ მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს,
მიხეილ კობეშავიძე (ბათუმის მწვრთნელი):დღეს რომ მწვრთნელი ვარ ეს ზურაბ
ტომარაძის დამსახურებაა. და თუ როგორ მწვრთნელი ვარ ეს უკვე სხვისი გადასაწყვეტია.
რაც შეეხება მატჩს ვიტყოდი, რომ ფატალურად არ გაუმართლა მოწინააღმდეგეს. ჩვენ გვყავს
მცირე შემადგენლობა, მაისურაძე ცუდად იყი და ფაქტიურად 6 კალათბურთელით ვითამაშეთ.
ჩვენ შედარებით კარგად ვითამაშეთ დაცვაში და ამან განაპირობა მოგება. გვყავს ახალგაზრდა
მოთამაშეები: ირაჯკლი მიქელაძე, ნიკა რამიშვილი,(იუნორების კანდიტეტები), ლევან ელიაძე,
რომლისგანაც უფრო მეტს ვითხოვ რადგან მეტი
შეუძლია და ამათგან ველოდებით დიდ ნაბიჯებს
სამომავლოდ. ისინი თამაშობენ ისეთ გუნდში სადაც უამრავი სათამაშო დრო და მეტი შანსი აქვთ რომ გაიზარდონ. აგრეთვე ლეგიონერებთან თამაშისას ისინი დიდ გამოცდილებას
მიიღებენ.
ზურაბ ტომარაძე(სტუ-ს
მწვრთნელი): ჩვენს გუნდში პრობლემები დაიწყო მეორე წრიდან, გუნდი დატოვეს წამყვანმა მოთამაშეებმა, რომლებიც
განაპირობებდნენ ამ გუნდის სათამაშო სახეს. ამიტომ ვფიქრობ სხვანაირად უნდა გვემოქმედა
და ჩემს თავზე ვიგებ იმას, რომ მოვახერხე ამ
გუნდის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა. ის
შედეგი რაც პირველ წრეში ვაჩვენეთ ფაქტიურად
მეორე წრეში დავკარგეთ და ახლა ვიბრძვით იმისთვის რომ 8 გუნდში მოვხვდეთ. რადც
შეეხება თამაშს, ვიტყოდი რომ ცუდად ვითამაშეთ ყველა სათამაშო კომპონენტში. ამას ტექნიკური
ოქმიც კარგად დაგვანახებს, თუმცა აქ არ ჩანს ერთი ფაქტორი. ეს არის
გუნდის ფსიქოლოგიური განწყობა, რომელიც
ძალიან დაბალი იყო. ვეცდებით დარჩენილი თამაშები ღირსეულად ჩავატაროთ და შესაფერისად
გამოვიდეთ სხვა გუნდებთან სათამაშოდ. ყველაფერზე ინტენსიურად ვმუშაობთ, კომბინაციებზე,
სროლებზე, ჯარიმებზე 2-ქულიანებზე თუ 3-ქულიენებზე, მაგრამ
ეს ყველაფერი ჯერჯერობით მოედანზე ვერ გადაგვაქვს.
ნიკა რამიშვილი:
ძალიან დაძაბული თამაში გამოდგა. ბოლო წუთამდე ბრძოლა იყო და ჩვენი გამარჯვება ვფიქრობ დაცვაში კარგად თამაშმა განაპირობა. ვფიქრობ
გამოვასწორეთ ის შეცდომები რაც წინა თამაშებში, რამაც გამარჯვება მოგვიტანა.
ვატო თევზაძე: მივულოცავ მოწინააღმდეგე გუნდს გამარჯვებას. ჩვენი
გუნდი ფსიქოლოგიურად მართლაც ცუდ მდგომარეობაშია. ამ მარცხს მწვრთნელს ნამდვილად ვერ
დავაბრალევ. ეს წაგება ჩივენ ბრალიცაა. 3-ქულიანების
სროლების პროცენტულობა 10-ს შეადგენს, სამწუხაროდ გვაქვსბევრი დაკარგვა და საერთოდ
ძალიან უსახური თამაში ვაჩვენეთ.