ბათუმში დინამომ წააგო, ქუთაისში – მგზავრები დამარცხდნენ

ბათუმში დინამომ წააგო, ქუთაისში – მგზავრები დამარცხდნენ

 შედეგები

სუპერლიგის 22-ე ტური დღეს ბათუმსა და ქუთაისში დაიწყო.
იმერეთის დედაქალაქს „მგზავრები“ ესტუმრნენ და შეხვედრა დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში
წააგეს, ხოლო აჭარაში ადგილობრივმა გუნდმა ცხრილში გვერდში მყოფი „დინამო“ 10 ქულით
დაამარცხა და „ქუთაისთან“ ერთად სუპერლიგის ლიდერად დარჩა.
ქუთაისში გამართული მატჩი გარდამავალი უპირატესობით
წარიმართა. უფრო სწორად, ლიდერი ხშირად იცვლებოდა, თუმცა გუნდები ხელჩასაჭიდ უპირატესობას
ვერ ეუფლებოდნენ. მართალია, ქუთაისელებმა მესამე პერიოდში 13-ქულიან ლიდერობას მიაღწიეს,
მაგრამ დროებით – ამერიკელი ლეგიონერების – რეჯი მერფის, ქაშიმ რენსომისა და ავთო ლომინაშვილის
შედეგიანობით ანგარიში გაათანაბრეს და ბოლო პერიოდში მცირედით დაწინაურდნენ კიდეც.

ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. შეხვედრის
40 წუთის თავზე ფრე – 73:73 დაფიქსირდა და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა, სადაც მასპინძლებმა
მეტი მობილიზება გამოავლინეს და გამარჯვების მოპოვება მოახერხეს – 85:81. გამარჯვებულთაგან
17 ქულით ბომბარდირი ივან მიკულიჩი გახდა, ხოლო ძმებმა – დავით და გიორგი ბარბაქაძეებმა
ორმაგი დუბლები მიითვალეს. პირველმა 12 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო მეორემ –
13 ქულა, 13 მოხსნა.

ბათუმში მასპინძლებმა პირველი პერიოდი 26:13 მოუგეს
„დინამოს“ და ეს უპირატესობა თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს. ლეონიდ სტეპანიშინის შედეგიანობით
აჭარულ გუნდს დარჩენილ დროში პრობლემა არ შექმნია. მომდევნო 3 პერიოდი თანაბარ ბრძოლაში
წარიმართა და შეხვედრა ბათუმელთა გამარჯვებით – 84:74 დასრულდა.

24 ქულით ლეონიდ სტეპანიშინმა ბომბარდირობა არავის დაუთმო,
აკაკი დვალიშვილმა კი ბათუმელებს 15 ქულა და 9 მოხსნა მიაშველა. ბათუმელთა მეორე ამერიკელი
ლეგიონერის, იგორ კრივცოვის ანგარიშზე 15 ქულა და 5 მოხსნა დაგროვდა.
ბათუმი –  დინამო  84:74 
ქუთაისი – მგზავრები  85:81

22-ე ტური ხვალ, 19 მარტს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში,
2 მატჩით დასრულდება.