ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა და ფედერაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა და ფედერაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

 ბავშვთა
და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, სოციალური პროექტის –  „იცხოვრე სპორტით“
ფარგლებში ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა ერთობლივი ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმი   გააფორმა წეროვანის N3 საჯარო სკოლას, რაგბის კავშირს, წყალბურთის,  ჭიდაობის, კალათბურთის  ფედერაციებსა და  საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისს” შორის. 

მემორანდუმის ფარგლებში ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები  ფედერაციების მიერ გამართულ სპორტულ ღონისძიებებზე დასასწრებ  ბილეთებს უფასოდ მიიღებენ.

 ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტის  „იცხოვრე სპორტით“  მიზანია:

ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სპორტულ აქტივობებში ჩართულობა;

სპორტული ინტერესის ამაღლება;

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია

მასმედიის წარმომადგენელთა მაქსიმალური ჩართვა.