ბერას ჩართულობამ ზაზა ფაჩულიასა და ქართული კალათბურთის
მხარდასაჭერ აქციაში დიდი გამოხმაურება მოიპოვა. Twitter-სა და Instangram-ზე
ქართველ კოლეგას ამერიკული შოუბიზნესის წარმომადგენლებიც
ეხმიანებიან და თავიანთი დიდი ფანების ბაზას ზაზას მხარდაჭერისაკენ მოუწოდებენ.
ერთ-ერთი მათგანია ტრევის კლარკი, We The Kings-ის ვოკალისტი
და ფრონტმენი, რომელიც როგორც საკუთარ, ასევე ჯგუფის ოფიციალურ ტვიტერზე მოუწოდებს
ფანებს მხარი დაუჭირონ ზაზა ფაჩულიას NBA-ს ყველა ვარსკვლავის
მატჩში სათამაშოდ.
ქართველი არტისტის Tweet-ს მუსიკალური ვიდეოების რეჟისორი
ალფრედო ფლორესიც გამოეხმაურა, რომელიც ჯასტინ ბიბერის უახლოესი მეგობარია და და ამ
უკანასკნელის გარდა ნამუშევარი აქვს შოუ-ბიზნესის ისეთ მეგა-ვარსკვლავებთან, როგორებიც
Selena Gomez, Rihanna და Danity Kane არიან.
ბერას მოწოდებას მისი მეგობარი
ჩარლზ თრიფიც (ასევე ცნობილია როგორც CTFxC) იზიარებს, რომელიც ცნობილი ვიდეო ბლოგერია
იუთუბზე. ის გინესის რეკორდსმენიცაა თანმიმდევრულად ატვირთული ვიდეოებით ვიდეო-შოუში
Internet Killed TV, სადაც მის პირად ცხოვრებას აღწერდა და რომელსაც 1,5 მილიონზე მეტი
გამომწერი ჰყავს.