ბურჯანაძის 5 ქულა და 4 მოხსნა ათენში | რეჯინამ აეკ-თან წააგო

ბურჯანაძის 5 ქულა და 4 მოხსნა ათენში | რეჯინამ აეკ-თან წააგო

ბექა ბურჯანაძის რეჯინამ მორიგი მატჩი გამართა ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში, სადაც მისი მეტოქე ბერძნული აეკ-ი გახლდათ. მატჩი ათენში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით – 68:59 დასრულდა. ბურჯანაძის გუნდმა პირველი ტაიმი 10 ქულით მოიგო, მაგრამ მეორე ტაიმში მხოლოდ 20 ქულა ჩააგდო და რა თქმა უნდა, დამარცხდა.

ბურჯანაძემ 32:11 წუთიითამაშა და 5 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ბექამ 4-დან ერთი სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. რეჯინა ბოლო ტურში გერმანული ბონის წინააღმდეგ ითამაშებს და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გავა. იტალიური გუნდი ამ დროისთვის 4-გუნდიან ჯგუფში 7 ქულით ბოლო ადგილზეა.

შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ბერძენმა ქომაგებმა იტალიელთა სექტორისკენ ორი ცეცხლმაქრი გაუშვეს, რის გამოც ქომაგებს შორის ჩხუბი და დაპირისპირება დაიწყო. პოლიციამ იტალიელი ქომაგები სპეციალური გვირაბით გაიყვანა და აეროპორტამდე მიაცილა.