სტატისტიკა გალერეასუპერლიგის მე-4 წრის პირველი ტურის ცენტრალური შეხვედრა „ოლიმპსა“ და
„დინამოს“ შორის ოვერტაიმით დასრულდა. დაძაბულ ბრძოლაში საბოლოოდ „დინამომ“ გაიმარჯვა,
რომელმაც მეტოქე ანგარიშით 84:82 დაამარცხა.
შეხვედრის პირველი ნაწილი „ოლიმპის“ მცირე უპირატესობით
დაიწყო, თუმცა არც დინამოელებიც არ ჩამორჩნენ
მეტოქეს და გარდამავალ უპირატესობაში მიმდინარე
მატჩის ბედი ოვერტაიმის ბოლო წუთამდე გაურკვეველი დარჩა. „ოლიმპის“ შემადგენლობაში 22 ქულით საუკეთესო შედეგი რევაზ როგავამ აჩვენა, ხოლო დინამოელებს ასევე 22 ქულით ილია ლონდარიძემ ულიდერა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის დაწყებამდე ოლიმპის გუნდმა
ვეტერანი კალათბურთელი გივი ბიჭიაშვილი 70 წლის
იუბილესთან დაკავშირებით დააჯილდოვა. სიმბოლური მაისური და ფულადი ჯილდო გივი
ბიჭიაშვილს ოლიმპის გუნდის კაპიტანმა რევაზ როგავამ გადასცა.
გივი ბიჭიაშვილი, ვეტერანი ქართველი კალათბურთელი: პირველ რიგში დიდი მადლობა იმ ყურადღებისათვის, რომელიც ქართულმა სპორტის სამყარომ ჩემ იუბილესათან დაკავშირებით გამოიჩინა. დიდი მადლობა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ფედერაციას და კლუბებს. ვისურვებდი, უფრო მეტ კალათბურთელს მიეღოს სპორტის რაინდის წოდება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ალბათ ეს ტიტული დიდი გამოცდილებისა და შრომის შემდგომ მოდის, არ მგონია ამის მიღწევა ადვილი იყოს.
მე-4 წრის პირველი ტურის კიდევ ერთი, დასკვნითი მატჩი
დღეს რუსთავში გაიმართება. 18:00 საათზე რუსთავი საკუთარ მოედანზე „სოხუმს“ უმაპინძლებს.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ლეონიდ ივატინი, (ოლიმპის მთავარი მწვრთნელი): ბოლოს ალბათ უნდა შეტევაში შევსულიყავით, ნაცვლად სროლისა. ეს მოგვცემდა საშუალებას კიდევ ერთ ოვერტაიმში გადასულიყო თამაში, მაგრამ წამიერად გადავწყვიტეთ ის რაც ზემოთ ვახსენე. სამწუხაროდ წუთშესვენება აღარ გვქონდა დარჩენილი რომ აგვეღო. კალათბურთი წამიერი გადაწყვეტილებების თამაშია.
ირაკლი ხოშტარია, (დინამოს მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში უნდა აღვნიშნო მოწინააღმდეგის შედეგიანი, კარგი და სწრაფი თამაში. მე მანამდეც აღვნიშნე, რომ ჩვენ გვესაჭიროებოდა ორი მოგება, რომ პირველი ადგილი ცხრილში გარანტირებული გვქონოდა. პირველი მოგება ეს იყო, მიუხედავად იმისა რომ შეცდომები გვქონდა., შევეცდებით მოვიგოთ მეორეც. ოლიმპს წარმატებებს ვუსურვებ!