“დელტამ” “ქუთაისი” დაამარცხა და ფინალური სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა

“დელტამ” “ქუთაისი” დაამარცხა და ფინალური სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა

სუპერლიგიგის ფინალური სერია მე-5 გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა. საჩემპიონი, სუპერფინალურ მატჩს ბოლო წლების მსგავსად ისევ ქუთაისი უმასპინძლებს. 30 მაისს, მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლეში გამართული მატჩის გამარჯვებული საქართველოს ჩემპიონი გახდება. 

გადამწყვეტ მატჩში სუპერლიგის შარშანდელი ვერცხლის პრიზიორი “დელტას” დაუპირისპირდება. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართულ მატჩში ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა დელტელებმა იმერულ კლუბს შანსი არ დაუტოვეს და 86:75 დაამარცხეს. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი ქუთაისელები მეტოქეს კუდში მისდევნენ და შანსს ინარჩუნებდნენ, თუმცა ბოლო წუთებზე მასპინძელთა შედეგიანი თამაშის წყალობით მატჩის ბედი გაირკვა. “დელტას” ლიდერობამ 10 ქულას გადააჭარბა, რისი გაბათილებაც წუთნახევარში არარეალური იყო და ქუთაისელთა შემადგენლობაშიც მოედანზე ახალგაზრდა, სათადარიგო მოთამაშეები გამოჩდნენ.

“დელტამ” ძალიან კარგად, შეკრულად და გუნდურად ითამაშა. მასპინძლებმა დასაწყისშივე რომ მოიპოვეს უპირატესობა, ქუთაისელები წინ არ გაუშვიათ. ყველა კალათბურთელმა მაქსიმუმი გაიღო და “დელტამაც” დამსახურებულად გაიმარჯვა. თბილისურ გუნდში 24 ქულით, 12 მოხსნითა და 5 პასით საუკეთესო იყო ბექა ბექაური. 14 ქულა მიითვალა ოთარ ფხაჯაძემ, საბა ლობჯანიძის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. “ქუთაისში” 22 ქულით აკაკი დვალიშვილი გამოირჩა, ხოლო ჯობათან ლიმ 13 ქულა, 9 პასი და 6 მოხსნა დააგროვა. 

მატჩის შესვენებაზე გაიმართა სუპერლიგის საუკეთესო ახალგაზრდად აღიარებული გიორგი კორსანტიასა და იუბილარი ვეტერანი კალათბურთელის, ვალერი ლომაძის დაჯილდოვება. კორსანტიამ გადაეცა ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელის, ზვიად მიქაძის სახელობის თასი, რომელიც მას კალათბურთელის შვილებმა – სალომემ და იოანამ გადასცეს. კორსანტიას ერგო ასევე ტრადიციული, გელა დარსაძის თასი, რომელიც სეზონის საუკეთესო ახალგაზრდას ცნობილი კალათბურთელის მეუღლემ, ქალბატონმა ნინომ გადასცა.

ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდის ხელმძღვანელი, სპორტის რაინდის კავალერი ვალერი ლომაძე, რომელიც 80 წლის გახდა, ეროვნული ნაკრების მაისურითა და სპეციალური სიგელით საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესიდენტმა, პაატა გურასპაულმა დააჯილდოვა.

დელტა – ქუთაისი
სტატისტიკა: 86:75