დინამო და ქუთაისი ხვალ ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასს გაითამაშებენ

დინამო და ქუთაისი ხვალ ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასს გაითამაშებენ

ხვალ, საკალათბურთოსეზონის ბოლო ტიტული გათამაშდება.
ლეგენდარული ქართველი მწვრთნელისა და მოთამაშის, ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასს ჩემპიონი “დინამო”
და თასის მფლობელი “ქუთაისი” გაითამაშებენ.

ეს გუნდები ერთმანეთს სუპერლიგის ფინალში შეხვდნენ.
ფინალური სერია 5 დღის წინ, დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა
გუნდმა “ქუთაისს” საერთო ანგარიშით – 3:1 სძლია და ჩემპიონი გახდა.

ქუთაისელებმა სუპერთასის მატჩში მონაწილეობის უფლება
საქართველოს თასის გათამაშების მოგებით მოიპოვეს. ამ ტურნირის ნახევარფინალიდან
“დინამო” “სოხუმმა” გამოაგდო, ხოლო სოხუმელებს ფინალში “ქუთაისმა”
სძლია და თასს არსებობის ისტორიაში პირველად დაეუფლა.

სუპერთასის მატჩი ხვალ, 31 მაისს, სპორტის სასახლეში,
14:00 საათზე დაიწყება.