დინამო–შსს აკადემიის წინასამატჩო პრესკონფერენცია

   
  დღეს თბილისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის მე–6 ტურის დარჩენილი შეხვედრები გაიმართება. 14:00 საათზე ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს დინამო–შსს აკადემია დაუპირისპირდებიან. გთავაზობთ წინასამატჩო კომენტარებს, რომლებიც გუნდების მწვრთნელებმა გააკეთეს. 

მამუკა ტურაშვილი
(დინამოს მწვრთნელი): კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ შსს აკადემია ძალიან კარგი
და ახალგაზრდული გუნდია. ვეცდებით სათანადოდ ჩავატაროთ დღევანდელი შეხვედრა და მორიგი
გამარჯვება მოვიპოვოთ.

 დრაგან პეტრიჩევიჩი (შსს აკადემიიის მთავარი მწვრთნელი):
ჩვენი გუნდი ნელ–ნელა პროგრესირებს, თუმცა ამ მომენტისთვის  არ ვართ იმ სტადიაში,
რომ თასებითვის ან რაიმე ტიტულისთვის ვიბრძოლოთ.  ჩვენ გვაქვს კარგი სელექცია. ჩვენ გუნდში ბევრი ახალგაზრდა
მოთამაშეა, რომლებზეც ბევრი მუშაობაა საჭირო. დღევანდელი შეხვედრის განაცხადში შევიყვანეთ
ვილი ისიანი, რომელიც ერთ–ერთი პერსპექტიული მოთამაშეა.  ჩემი მიზანი სწორედ ახალგაზრდებთან მუშაობაა,  რაც შეეხება 
ზოგადად კლუბის გეგმებს, ეს რა თქმა უნდა,  უკვე ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია.