დღეს თბილისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის მე–2 ტურის მატჩები გაიმართება. ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ,,დინამო” და ,,სოხუმი” ხვდებიან. მატჩის წინ კომენტარები გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა გააკეთეს. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ მათ სუპერლიგისგან ,,წლის წიგნი 2012–2013” გადაეცათ.
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში,
მოგილოცავთ ახალი
სეზონის დაწყებას,
იმედია, წარმატებული წელი იქნება
სუპერლიგისთვის იქნება
მთლიანად ქართული
კალათბურთისთვის. ამ
ეტაპზე თითქმის
ყველა გუნდს
ერთი
და იგივე
პრობლემა აქვს
– 1 თვეა რაც
შევიკრიბეთ და
ნაწილ–ნაწილ
გვემატებიან მოთამაშეები. დღევანდელი თამაშით
მინდა შევხედო,
რა დონეზე
ვართ, სად
ვართ. ეს
ბოლო 20 დღე
საკმაოდ რთული
იყო ჩემთვის.
დღეს საინტერესო შეხვედრა იქნება,
სოხუმი ჩემპიონობის ერთ–ერთი
კანდიდატია, თუმცა
ნაკლები გუნდი
არც ჩვენ
გვყავს. თამაში
გასცემს პასუხს,
თუ რა
ეტაპზე ვართ.
შარშანდელთან შედარებით,
,,დინამო’’ წელს
კიდევ უფრო
ძლიერი გუნდია
და რა
თქმა უნდა,
ფინალში თამაში
ჩვენი პროგრამა
მინიმუმია, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ, გუნდს ნამდვილად
აქვს ამის
შანსები. კონდიციის მაქსიმუმზე
მეორე სეზონიდან ვიქნებით და თამაშის ხარისხიც გაცილებით მაღალი იქნება.
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი
მწვრთნელი): დღეს ნამდვილად სერიოზული და ლამაზი თამაში იქნება. ,,დინამო’’ წელს ერთ–ერთი უძლიერესი გუნდია. ჩვენ
შევეცდებით პირველ ტურში ქუთაისთან განცდილი მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია მოვახერხოთ. მაშინ ფსიქოლოგიურმა ფატქორმა იმოქმედა, ამას ტრავმებიც
დაემატა. შევეცდებით ეს შეცდომები აღარ გავიმეოროთ.