დინამოელი ილია ლონდარიძე 2 მატჩს გამოტოვებს

დინამოელი ილია ლონდარიძე 2 მატჩს გამოტოვებს

მე–2 ტურში, თსუ – „დინამოს“ მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო
თბილისის დინამოს ფორვარდი ილია ლონდარიძე დისკვალიციცირებულია 2 მატჩით. კალათბურთის
ფედერაციის დისციპლინარებმა ლონდარიძე დამნაშავედ სცნეს იმ ინციდენტში, რომელიც
ხსენებულ მატჩში მოხდა და ფულად ჯარიმასთან ერთად, როგორც ვთქვით, 2 მატჩით
დასვენება „გამოუწერეს“.

ლონდარიძემ უკვე გამოტოვა ერთი შეხვედრა, მე–3 ტურში „ავიამშენთან“
სათამაშოდ არ გასულა. ლონდარიძე მე–4 ტურის შეხვედრაშიც დაისვენებს, რომელშიც „დინამო“
აგრარული უნივერსიტეტის გუნდს შეხვდება.