დინამომ კაკტუსთან დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა

დინამომ კაკტუსთან დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა

 სტატისტიკა
 გალერეა

სუპერლიგის ლიდერმა „დინამო თბილისმა“, რომელმაც
17-მატჩიანი წარმატებული სტარტის მერე პირველი მარცხი წინა ტურში განიცადა, ცხრილის
შუაწელის ბინადარ „კაკტუსს“ შეხვდა და დამაჯერებლად – 92:67 მოუგო.

„კაკტუსს“ აკლდა
წინა ტურში დისკვლიფიცირებული დავით ლომიძე, „დინამო“ კი ოპტიმალური შემადგენლობით
იყო და არც გასჭირვებია. პირველი პერიოდი დინამოელებმა 29:18 მოიგეს, მეორეში კი კიდევ
უფრო იოლად – 26:15 იმარჯვეს და დიდი შესვენებისთვის 55:33 დაწინაურდნენ.ვითარება არ შეცვლილა არც მეორე ტაიმში. კაკტუსელებმა
მესამე პერიოდში ჩამორჩენის 10 ქულამდე შემცირება მოახერხეს, მაგრამ ეს იყო მათი მაქსიმუმი.
დასკვნითი 10-წუთეული დინამოელებმა 23:11 იმარჯვეს და საბოლოოდ 25-ქულიანი მოგება გაიფორმეს.

დინამოელთაგან 21 ქულით ბომბარდირი გახდა ნოდარ გოგოძე.
14-14 ქულა დეონტა ვონმა და ილია ლონდარიძემ მოაგროვეს. 12-12 ქულა მიხეილ ჭოჭუასა
და მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე დაგროვდა. „კაკტუსში“ 16 ქულით ქულით ბომბარდირი ირაკლი
ჩლაიძე შეიქნა, 14 ქულა და 12 მოხსნა ჯონ ფლოვიესმა მიითვალეს.

მე-19 ტური დღეს, „რუსთავისა“ და „მგზავრების“ დაპირისპირებით
დასრულდება. 
მატჩისშემდგომი კომენტარები

ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი):

„ჩვენი მიზანია, თამაში ვსრულყოთ და შეცდომები რომელიც
გვაქვს და ვიცით რა გვაქვს გამოსასწორებელი, მაქსიმალურად შევამციროთ. ეს მატჩი ამ
მხრივ კარგი საშუალება იყო და ჩვენმა მოთამაშეებმა საკმაო სარგებელი და გამოცდილება
მიიღეს. ჩვენი თვითმიზანი არ იყო დიდი სხვაობით გამარჯვება. მოვიპოვეთ 2 ქულა და თნ
იმ კომპონენტების დახვეწაზე ვიმუშავეთ, რომელშიც პრობლემები გვაქვს“. 
არჩილ ჟღენტი (კაკტუსის მთავარი მწვრთნელი):
„ვულოცავ დინამოს დამსახურებულ გამარჯვებას. დღეს ჩვენ გვაკლდა ორი კალათბურთელი – ლომიძე, რომელიც დისკვალიფიცირებული იყო და ბექა ჩიქვილაძე, რომელსაც ტრავმა ქონდა. მოვემზადებით შემდეგი მატჩისათვის.“