დინამომ ოლიმპს მოუგო და ლიდერთა შორის დარჩა

დინამომ ოლიმპს მოუგო და ლიდერთა შორის დარჩა

 სტატისტიკა გალერეათბილისის „დინამომ“, რომელიც ამ ტურამდე ლიდერთა სამეულში
იყო, მორიგი ტურის მატჩი „ოლიმპს“ მოუგო და ლიდერობა შეინარჩუნა. გუშინ ერთმანეთს დინამოელებთან
ერთად კიდევ 2 ლიდერი – „ქუთაისი“ და „ბათუმი“ შეხვდნენ და გამარჯვება აჭარლებს ერგოთ.
დღეს კი „დინამომ“ „ოლიმპს“ 79:69 სძლია და ლიდერობა შეინარჩუნა.
ყველაფერი მესამე პერიოდში გადაწყდა, რომლის დაწყებამდეც
გუნდებმა 2 განსხვავებული ათწუთეული ჩაატარეს. პირველი მეოთხედი „ოლიმპმა“ 23:17 მოიგო,
ხოლო მეორეში „დინამომ“ 22:17 იმარჯვა. მესამე ათწუთეულში დინამოელებმა იძალეს. გიორგი
შარაბიძის, გრიგოლ შვანგირაძის, ნოდარ გოგოძისა და ობრი მაკალპინის თაოსნობით
28:16 იმარჯვეს და დინამოელებს გასამარჯვებლად საკმარისი ლიდერობა დაუბევეს.
საბოლოოდ 79:69 – „დინამომ“ გაიმარჯვა და სუპერლიგის
ცხრილის სათავეში „ბათუმთან“ ერთად დარჩა. დინამოელებს 21 ქულით შარაბიძემ ულიდერა,
„ოლიმპში“ კი ყველაზე მეტი – 16 ქულა ჯერემი ბაინამს ჰქონდა. 

მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ხოშტარია, „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი: ტრავმების გამო საკმაოდ შესუსტებულები შევხვდით ამ
მატჩს. მიხეილ ბერიშვილი და დანიელ უილიამსი გვაკლდა. მიუხედავად ამისა, გამარჯვება
მოვახერხეთ და ამის ძალიან კმაყოფილები ვართ.
გია კაზანჯიანი, „ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი: ისევ და ისევ, ჩვენმა გუნდმა ბრძოლისუნარიანობის არქონის
გამო წააგო. საბოლოოდ იმ გუნდმა გაიმარჯვა, ვისმა წევრებმაც გამარჯვებისთვის მაქსიმუმი
გაიღეს. ჩვენ კი მეტი შრომა გვმართებს, ასეთი მატჩები რომ მოვიგოთ.