დინამომ რუსთავს სძლია; მატჩისშემდგომი კომენტარები

დინამომ რუსთავს სძლია; მატჩისშემდგომი კომენტარები

სუპერლიგის მეორე
წრის რიგით მე-6 ტური დღეს  რუსთავში დაიწყო,
სადაც ადგილობრივმა ,,რუსთავმა” შინ ,,დინამო“ მიიღო და 87:95
მარცხი განიცადა.

შეხვედრის საწყისი
ათწუთეული ქვემოქართლელთა სასარგებლოდ  წარიმართა, რომლებმაც უპირატესობა მეორე პერიოდში შეინარჩუნეს და ტაიმში 54:46 იმარჯვეს.სულ სხვაგვარი
გამოდგა მატჩის მეორე ნახევარრი, სადაც დინამოლები აქტიურად ათამაშდნენ და მესამე მეოთხედის
მიწურულს სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანეს – 67:69. საინტერესო გამოდგა დასკვნითი მეოთხედი,
რომლის საწყისი წუთები გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა არნიშნული
პერიოდის  შუაწელში ,,დინამომ“ მოახერხა მობილიზება
და წინ 81:77 გავიდა. ამის შედეგ სტუმრებმა მეტოქეს აღარაფერი დაუთმეს და შეხვედრის
დასრულებამდე 3:57 წუთით ადრე 10 ქულიანი სხვაობა დააფიქირეს – 87:77. დარჩენილ დროში
რუსთავლებმა მეტოქესთან ვერაფერი გააწყეს და მორიგი მარცი განიცადეს.

,,დინამოს“ შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა
მოთამაშემ მიითვალა, ქიენ კარტერმა 30 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა, ხოლო მილან ოულიჩის
ანგარიშზე 20 ქულა და 11 მოხსნა.

 ,,რუსთავს“
27 ქულა ლევან ხმელიძემ შესძინა, ხოლო 16 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი ჟულივეტ
ტუჯანის ანგარიშზეა.  

მიხეილ ბერუაშვილი (რუსთავის მწვრთნელი): ბოლომდე ვიბრძოლეთ, თუმცა სამწუხაროდ ბოლო მეოთხე მეოთხედში
დავთმეთ თამაში. ლევან ხმელიძემ 5 პერსონალური ფოლი მიიღო, რამაც ჩვენს თამაშზეც ცუდად
აისახა. შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი არა ვარ, მაგრამ მთავარია, ბიჭები დიდ გამოცდილებას
იღებენ. მატჩის სამი პერიოდი ძალიან საინტერესო და დაძაბული თამაში იყო, თუმცა ბოლოს
ძალები აღარ გვეყო. ვცდილობთ, ყველა გუნდს სათანადო წინააღმდეგობა  გავუწიოთ და არ ვეგუებით დიდი სხვაობით დამარცხებას.
ვფიქრობ, შეგვეძლო კიდეც ამ თამაშის ჩვენს სასარგებლოდ შემოტრიალება, თუმცა საამისოდ
ძალები აღარ ვეყო.

 ირაკლი ხოშტარია (დინამოს მწვრთნელი): ასეთი
დაძაბული მატჩი ,,რუსთავის“ დამსახურება იყო, რომელმაც ძალიან კარგი თამაში აჩვენა.
ჩვენმა მეტოქემ თავდასხმაში ჩინებულად ითამაშა და შორეული ტყორცნებიც წაუვიდა, რაზეც სტატისტიკაში
სროლების მაღალი პროცენტულბაც მეტყველებს. მოტივაციის ნაკლებობამ ჩვენს თამაშზე გავლენა
იქონია. გქვონდა ხარვეზები დაცვაშიც. სანამ ბიჭები არ მიხვდნენ რომ შეხვედრას აგებდნენ,
იქამდე ვერ გამოფხიზილდნენ . ვფიქრობ, ეს განპირობებული იყო ზედმეტი თავდაჯერებულობით.  დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა რომ თამაში და
მოგება ნებისმიერ გუნდს შეუძლია.