დინამომ თსუ ბოლოს გატეხა

დინამომ თსუ ბოლოს გატეხა

დასრულდა სუპერლიგის
2011-2012 წლების  მიმდინარე  სეზონის პირველი წრე,  სადაც ბოლო- მე11 ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს
,,დინამო ” თსუ დაუპირისპირდნენ. მატჩი საკმაოდ
საინტერესო გამოდგა, სადაც  საბოლოოდ ,,დინამომ”
სოლიდური სხვაობით, ანგარიშით 101:91 იმარჯვა.

დაძაბულად წარიმართა
მატჩის პირველი მეოთხედი, თავდაპირველად ანგარიში დინამოელებმა გახსნა, თუმცა მთელი
მეოთხედის განმავლობაში თსუ-მ იაქტიურა და პერიოდი 28:24 მოიგო.  თბილისის 
სახელმწიფო უნივერსიტეტის  გუნდის სასარგებლოდ  დაიწყო მეორე პერიოდიც, თუმცა მეოთხედის მე-5 წუთზე
,,დინამომ”  სხვაობა 4 ქულამდე  შეამცირა – 30:34.  ამ მომენტისთვის დინამოელები საკმაოდ გააქტიურდნენ,
მაგრამ ,,სტუდენტებმა” არ დაუთმეს მეტოქეს და წინ გასვლის საშუალებაც არ მისცეს – 41:36.
ტაიმის დასრულებამდე 27:4  წამით ადრე დინამოელები
38:43 მარცხდებოდნენ, თსუ-მ შეტევა ვერ გამოიყენა, სანაძემ კი  ზუსტი 2 ქულიანით სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა –
43:45. ამ ანგარიშითვე დასრულდა მატჩის პირველი ნახევარი., მესამე მეოთხედშის დასაწყისში
კი ,,დინამო” პირველად გავიდა წინ – 46:45, შემდეგ კი კვლავ იაქტიურა და სხვაობა 3
ქულით გაზარდა -49:45 დაწინაურდნენ.  მიუხედავად
ამისა, თეს არ  დანებებულა,  თორნიკე ნინიაშვილმა ზედიზედ ორი 2-ქულიანი მიითვალა
და  ანგარიში საყაიმო გახადა – 49:49.  ამის  შემდეგ
თამაში  ქულა-ქულაში წავიდა და სიტუაციაც სულ
უფრო მეტად დაიძაბა.  პერიოდის დასრულებამდე
1:38 წუთით დრე უპირატესობა    კვლავ ,,დინამომ”
მოიპოვა – 65:61, ხოლო პერიოდის დასასრულს  ანგარიში კვლავ მის სასარგებლოდ დაფიქსირდა – 70:63.
ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა დასკვნით მეოთხედში,  ,,დინამომ” მცირე უპირატესობას ინარჩუნებდა, ხოლო
 თსუ  ამჯერად მდევრის  როლში აღმოჩნდა.

 აღნიშნული პერიოდის მე-3 წუთზე დინამოელებმა სოლიდურ
უპირატესობას მიაღწიეს და 10 ქულით  გავიდნენ
წინ – 78:68.  ,,სტუდენტები” არ დანებებულან,
შეძლეს მატჩზე მობილიზება და პერიოდი შუაწელში სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანეს – 77:80.

 ,,დინამომ” კვლავ ჩინებულად ითამაშა და შეხვედრის  ძირითადი დროის დასრულებამდე 1:17 წუთით  ადრე მოპოვებული უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა,
მეტოქე საბოლოოდ მაინც გატეხა და მატჩში დამაჯერებელი სხვაობით იმარჯვა – 101:91.

გამარჯვებულებს
27ქულით ქიენ კარტერმა ულიდერა, რომელსაც ქულით ჩამორჩა დუდა სანაძე(26ქულა)  ხოლო 14 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი დეივ
ნოელმა მიითვალა. თსუ-ს  შემადგენლობაში ორმაგი
დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ მიითვალა: თორნიკე ნინიაშვილმა 21 ქულა და 12 მოხსნა
დააგროვა, ხოლო მიხეილ ჩიტაშვილს სამმაგ დუბლამდე 1 მოხსნაღა დააკლდა – 20 ქულა,
11 პასი და 9 მოხსნა.