საკალათბურთო სუპერლიგის დღევანდელი დღის ბოლო თამაში
თბილისის სპორტის სასახლეში ,,დინამოსა” და თსუ- ს შორის გაიმართა.
მატჩში უპირატესობა თავიდანვე
დინამოს გუნდმა მოიპოვა. პირველი მეოთხედი მოიგო 15:7, ხოლო დიდ შესვენებაზე 16-ქულიანი
უპირატესობით გავიდა. შეხვედრის მეორე ნახევარში
თამაშის სცენარი არ შეცვლილა და საბოლოო შედეგიც დაფიქსირდა დინამოელთა სასარგებლოდ – 85:53.
გამარჯვებული გუნდიდან თავი კარგად წარმოაჩინეს
ლეგიონერებმა. ქულათა მონაგარი საუკეთესო ლამარ კარიმს ჰქონდა, ორმაგი დუბლი კი მილან
ოლუიჩმა შეასრულა. ,,სტუდენტების” რიგებში
კი გივი ბაქრაძემ ყველაზე მეტი 18 ქულა დააგროვა.
მატჩისშემდგომ
გამართულ პრესკონფერენციაზე შემდეგი კომენტარები გაკეთდა.
ირაკლი ხოშტარია
(დინამო): ვულოცავ ყველას სუპერლიგის ახალი სეზონის დაწყებას. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ჩვენთვის ეს ერთგვარი
გამოცდა იყო, რადგან არ მიგვიღია მონაწილეობა დუდუ დადიანის მემორიალში. გვქონდა ამხანაგური
მატჩები, მაგრამ გუნდის ერთად შეკრების პრობლემა ნამდვილად გვქონდა. მიუხედავად მოგებისა,
ხარვეზები იყო განსაკუთრებით კი მეორე ნახევარში, თუმცა ვფიქრობ მეტნაკლებად ნორმალურად
ვითამაშეთ.
გიორგი ჩხეიძე (თსუ): იყო შეცდომები, თუმცა,
რა თქმა უნდა, კლასით დინამო უფრო მაღალ დონეზეა ვიდრე თსუ და ჩვენს ხარვეზებს გამოსწორება
სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში 15-10 ქულას წავაგეთ ძლიერ გუნდებთან. ვეცდები გამართლო
ჩემი მწვრთნელობა და თსუ-მ სასურველი შედეგი აჩვენოს.
ვახტანგ ჩქარეული:
სამწუხაროა, რომ პირველივე ტური მარცხით დავიწყეთ. ტრავმების გამო ორი წაყვანი კალათბურთელი გვაკლდა – სერჟი ასელაინი
და ვასილ ბერუაშვილი, გარდა ამისა პრობლემები გავქვს დაცვაშიც. გუნდი ახალი დაკომპლექტებულია და შეთამაშება გვჭირდება.
იმედია რამდენიმე კვირაში დავიხვეწებით და ვაჩვენებთ იმ თამაშს, რომელსაც ყველა ელოდება თსუ-სგან.
სუპერლიგა
I წრე, I ტური
შსს აკადემია – ბათუმი 92:65
ოლიმპი – სოხუმი 97:78
სტუ – რუსთავი 62:94