”ენერჯიმ” ერთ თვეში 2 ტიტული მოიგო

”ენერჯიმ” ერთ თვეში 2 ტიტული მოიგო

სანამ სუპერლიგაში საზამთრო შესვენება იყო, ჩემპიონატის ლიდერმა ”ენერჯი-ინვესტმა” კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული 2 ტურნირის და შესაბამისად ტიტულის მოგება მოასწრო. რუსთველებმა გასული თვის 21-24 დეკემბერს რუსთვში გამართული სახელოვანი ქარველი კალათბურთელების – მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალური ტურნირი მოიგეს, ხოლო ახლახანს, 24 იანვარს საქართველოს თასიც აღმართეს.მემორიალზე რუსთაველებმა იოლად მოუგეს სამივე მეტოქეს. ჯგუფში ჯერ შსს-ს სძლიეს, ხოლო შემდეგ ”სასოფლოს” ბარიერიც დაძლიეს. ფინალურ შეხვედრაში დავით უსტიაშვილის გუნდმა ”ნტდ-თბილისი” დაამარცხა 91:60 და მემორიალურ თასს დაეპატრონა.ტურნირის საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ: მიხეილ ქორქიას პოზიციაზე რუსთაველი ბესიკ ლეჟავა, ხოლო ზურაბ საკანდელიძის ამპლუაში დაწესებული პრიზი ”ენერჯი-ინვესტის” გამთამაშებელმა ლაშა გამყრელიძემ დაისაკუთრა.რუსთავში დაწყებულ და თბილისის სპორტის სასახლეში დასრულებულ თასის გათამაშებაში ”ენერჯი-ინვესტმა” ფინალამდე ზუსტად ის გზა განვლო, რაც ქორქია-საკანდელიძის მემორიალზე: ჯერ შსს-ს მოუგო, შემდეგ – ”სასოფლოს” და სათასო მატჩში ”ავიამსენს” დაუპირისპირდა, რომელიც 80:71 დაამარცხა და ამ ტიტულს არსებობის ისტორიაში პირველად დაეპატრონა.თასის გათამაშების საუკეთესო მოთამაშედ რუსთაველთა უკანახაზელი კოტე ტუღუში დაასახელეს.”ენერჯი-ინვესტი” 1 თებერვლიდან სუპერლიგაში ჩაებმება: მისი პირველი მეტოქე კი ”სასოფლო” იქნება.