“ენერჯიმ” ლიდერის იმიჯი “ავიამშენთან” გაიმყარა

“ენერჯიმ” ლიდერის იმიჯი “ავიამშენთან” გაიმყარა

ყველაფერი იქით მიდის, რომ რუსთავული „ენერჯი“ რეგულარულ სეზონს წაუგებლად დაასრულებს. დავით უსტიაშვილის გუნდმა დღეს უმთავრესი მდევარი „ავიამშენი“ მთლიანობაში იოლად დაამარცხა, ისე კი ბოლოს საკმაოდ ინერვიულა.
„ავიამშენს“ ტრავმების გამო დავით ბერიშვილი, რიჩარდ მათიაშვილი და ვახტანგ მინაშვილი ვერ ეხმარებოდნენ და არც იყო გასაკვირი, რომ ისედაც ფავორიტმა „ენერჯიმ“ თავიდანვე რომ მოიპოვა უპირატესობა. რუსთაველები თბილისელებს თითქმის ყველაფერში სჯაბნიდნენ და პირველი მეოთხედი 20:9 მოიგეს. უსტიაშვილის შეგირდები ამაზე არ შეჩერდნენ და კიდევ უფრო გაზარდეს უპირატესობა. მესამე მეოთხედში რუსთაველები 23 ქულითაც დაწინაურდნენ და თამაშის ბედიც თითქმის გაირკვა. ბოლო ათწუთეულის წინ „ენერჯი“ 62:47 იგებდა, თუმცა კოტე ტუღუშის და გიორგი გამყრელიძის აქტიურობით კვლავ 20 ქულამდე გაზარდა ლიდერობა და რუსთაველებიც მოეშვნენ. მოედანზე სტუმართა სათადარიგოები გამოჩდნენ – რამაც კინაღამ წააგებინა რუსთაველებს. მატჩის დამთავრებას სამიოდ წუთი აკლდა, როცა დავით არწივიძემ პერსონალური შენიშვნა მიიღო და მსაჯს შეეკამათა. მას არბიტრმა მაკა კუპატაძემ ტექნიკურად დააჯარიმა და არწივიძე ამანაც რომ არ დააწყნარა, დისკვალიფიკაციაც გამოუწერა. „ავიამშენის“ სნაიპერმა ირაკლი ბერიშვილმა 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო იმავე შეტევაში გიორგი ნიკოლაძემ სამიანიც ჩააგდო და რუსთაველთა ლიდერობა 6 ქულამდე შეიკვეცა – 79:85.ლევან მოსეშვილის გუნდს უიმედო ტამაშის შემობრუნების შანსი მიეცა და „ავიატორები“ პრესინგზე გადაერთვნენ. მაქსიმუმი, რასაც თბილისელებმა მიაღწიეს, მეტოქესთან 3 ქულამდე მიახლოება იყო. რუსთაველთა ბომბარდირმა კოტე ტუღუშმა და ლაშა გამყრელიძემ ბოლო წუთზე ექვსივე საჯარიმო ჩააგდეს, რითაც „ავიატორებს“ წარმატების იმედი გადაუწურეს.მე–16 ტურის ბოლო მატჩი ვარაუდისამებრ ვერ გამოდგა საინტერესო. ფავორიტმა „სასოფლომ“ აუღელვებლად დაამარცხა აუტსაიდერი შსს და სამეულში მოსახვედრად ბებრძოლ გუნდებს გაუთანაბრდა.